საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში
მიმდინარე სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს აქტიურად
განაგრძობენ. სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ
ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას. მათ მეწყრული მასის ზედაპირზე
რამდენჯერმე ააწყვეს ქვეითი ხიდები, საჭირო გახდა ხიდების
სხვადასხვა ლოკაციებზე გადატანაც. სამძებრო პროცესში
სამხედროებმა მეტალო-დეტექტორებიც გამოიყენეს, რაც აიოლებს
მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას.
ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და
აღჭურვილობა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან
აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო
მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები,
ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის
მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის
ბატალიონი. სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის მაშველების მხარდამჭერ ღონისძიებებს
აქტიურად ახორციელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.