ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპული გმირის, თამაზ მელიქიძის ხსოვნას მიაგეს პატივი
08-08-2023, 18:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მერის მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში 2008 წლის 8 აგვისტოს სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის დაღუპული გმირის, თამაზ მელიქიძის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

 


ჯარისკაცის საფლავზე სოფლის მოსახლეობასთან ერთად თამაზ მელიქიძის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

 


2008 წლის ომს 400-ზე მეტი სამოქალაქო და სამხედრო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, 1 747 კი მძიმედ დაიჭრა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 170 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი