თავდაცვის მინისტრმა კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა
09-08-2023, 15:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩთან  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ
კელი დეგნანს  ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ
საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

 

მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში
მრავალმხრივი, მჭიდრო და განგრძობითი თანამშრომლობა და ამ პროცესში კელი დეგნანის
მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა ამერიკული მხარის
ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტები შეაჯამეს და
ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს; ყურადღება გამახვილდა საქართველოში
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს
შორის  გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე,
ასევე ორმხრივ და მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებზე.

 

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ის თავდაცვის ატაშე,
პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ალან პერსელი, რომელიც
აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოში მიმდინარე წლის ივნისიდან მუშაობს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი