Bloomberg-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლებს ამზადებს
11-08-2023, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიაპლატფორმაზე გრძელდება. ადმინისტრაციის ორგანიზებით და Bloomberg-ის მოწვევით პოპულარული გადაცემის “Sorted Food” ორი წამყვანი საქართველოში იმყოფება. კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის (ე.წ Lifestyle) და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ ორ ვიდეორგოლს ამზადებს.

 

 

გადაღებები თბილისში, თელავსა და წინანდალში მიმდინარეობს. Bloomberg-ის წამყვანებისთვის კახეთში ღვინის, ჩურჩხელის, ხინკლისა და პურის ცხობის მასტერკლასები გაიმართა. გადამღები ჯგუფის წევრები მარნებს ეწვივნენ, სადაც ქვევრის ღვინო დააგემოვნეს.

 

 

Bloomberg-ის წარმომადგენლებსა და Sorted Food”-ის წამყვანებს თბილისის ისტორიული ადგილები გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

 

 

„საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით Bloomberg-ზე მიმდინარეობს კამპანია, რომელიც წლის ბოლომდე გასტანს.საქართველოში იმყოფებიან ცნობილი ბრიტანული გადაცემის „Sorted Food“ წამყვანები, რომლებიც მაყურებელს მთელ მსოფლიოში უყვებიან საქართველოს შესახებ. მთავარი პროდუქტი რითაც საქართველოს წარმოვაჩენთ არის ღვინო, გასტრონომია და სათავგადასავლო ტურიზმი. საქართველოს პოპულარიზაცია როგორც დიდ ბრიტანეთში ასევე ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც Bloomberg არის ძალიან პოპულარულია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს ბევრი ტურისტის მოზიდვას ევროპიდან,“-განაცხადა მაია ომიაძემ.

 

 

„საქართველოში Bloomberg-ის გადამღებ ჯგუფთან და გადაცემა „Sorted Food“-ის წამყვანებთან ერთად ვიმყოფები. ვმუშაობთ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანიისთვის, უნდა წარმოვაჩინოთ საქართველოს საუკეთესო ტურისტული პროდუქტები, გასტრონომია და კულტურა, რომელიც განთავსდება Bloomberg-ის საინფორმაციო პლატფორმებზე. მოგვწონს ის მასალა რაც ჩვენი ვიზიტის დროს გადავიღეთ და დარწმუნებული ვართ ეს კარგად იმუშავებს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იმოგზაუროს საქართველოში,“-აცხადებს Bloomberg-ის წარმომადგენელი კალუმ ლისტერ იანგსონი.

 

 

„ჩვენ გადაცემა „sorted Food” - დან ვართ, ჩვენი Youtube არხით კონცენტრირებული ვართ აღმოვაჩინოთ კულინარია მსოფლიოს მასშტაბით. პირველად ვართ საქართველოში, უკვე ვიყავით გოგირდის აბანოებში, დავათვალიერეთ თბილისი, გავეცანით ქართულ კულინარიას. შეგვიძლია ვთქვათ რომ ქარვისფერი ღვინო საოცრებაა და საუკეთესო სტუმარმასპინძლობა გაქვთ,“- აცხადებენ „Sorted Food“-ის წამყვანები ჯემიე პოულ სპარფორდი და ბენჯამინ დევიდ ებრელი. მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს შესახებ ორ ახალ სტატიას გამოაქვეყნებს. საქართველოს შესახებ უკვე მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში, (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok) რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. Bloomberg-ის აუდიტორიის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისგან შედგება, კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.

 

 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი