რომან გოცირიძე: რიკოთის არასწორმა დაპროექტებამ ქვეყანაში ახალი, მუდმივი ყურადღების მისაქცევი პრობლემა წარმოშვა - 51კმ.-ის სიგრძის ტრასის ყოველ 730 მეტრზე ერთი ფერდის გამაგრება ხდება საჭირო. ფაქტობრივად, მთელი ტრასა ბეტონში უნდა ჩაისვას
11-08-2023, 13:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაპირველი გეგმით, რიკოთი 2020 წელს უნდა აშენებულიყო, ახალი ვადებით 2024 წელს უნდა დამთავრდეს, რაც გამორიცხულია. ყოველი გადავადება დამატებით ხარჯებს და ჩვენი მოქალაქეებისათვის მეტი ფულის ჯიბიდან ამოცლას ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.

 

გოცირიძის შეფასებით, რიკოთზე ავტომანქანების გრაფიკით მოძრაობა დიდ ეკონომიკურ ზიანთანაც არის დაკავშირებული - მანქანების მოცდენა და ტვირთის არადროულად მიტანა აზარალებს ბიზნესს, უქმნის დისკომფორტს მგზავრებს, აკარგვინებს დროს და უძვირებს ხარჯებს.


გოცირიძე აცხადებს, რომ რიკოთის არასწორმა დაპროექტებამ და ეკოლოგიური ფაქტორების გაუთვალისწინებლობამ ქვეყანაში ახალი, მუდმივი ყურადღების მისაქცევი პრობლემა წარმოშვა - მთის 70 ფერდზე მოხდება გამაგრებაო, განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ანუ 51 კილომეტრის სიგრძის ტრასის ყოველ 730 მეტრზე ერთი ფერდის გამაგრება ხდება საჭირო. ფაქტობრივად, მთელი ტრასა ბეტონში უნდა ჩაისვას და ყოველწლიურად მილიონები უნდა დაიხარჯოს მის მოვლაზე.

 

„რიკოთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებილი. სატვირთო ავტომანქანები მოძრაობენ ღამით, მხოლოდ ექვსი საათის განმავლობაში, ღამის 23 საათიდან დილის 5 საათმდე, მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილები-დილის 6 საათიდან საღამოს 21 საათამდე.

 

ქვეყანას ყოველდღიურად ათასზე მეტი მძიმე სატვირთო ავტომაქანა კვეთს. გასულ წელს დაახლოებით 385 ათასმა სატრანზიტო ტრაილერმა გადაკვეთა ქვეყნის საზვრები. მათი დიდი ნაწილი რიკოთზე გადაადგილდებოდა. ამას დამატებული შიდა, არასატრანზიტო დანიშნულების სატვირთო მანქანების მოძრაობა და სრულად დავინახავთ იმ სურათს, რაც რიკოთზე ხდება.

 

რაც შეეხება მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების მოძრაობას, შემოვლითი გზით ღამით სიარული ასევე დამატებით ხარჯებთან, დროის კარგვასთან და დისკომფორტთან არის დაკავშირებული( ქუთაისის და თბილისის აეროპორტების მგზავრები, სხვა გადაუდებელი საქმეები და ა. შ).


რიკოთის არასწორმა დაპროექტებამ და ეკოლოგიური ფაქტორების გაუთვალისწინებლობამ ქვეყანაში ახალი, როგორც ჩანს, მუდმივი ყურადღების მისაქცევი პრობლემა წარმოშვა. მთის 70 ფერდზე მოხდება გამაგრებაო, განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ანუ 51 კილომეტრის სიგრძის ტრასის ყოველ 730 მეტრზე ერთი ფერდის გამაგრება ხდება საჭირო. ფაქტობრივად, მთელი ტრასა ბეტონში უნდა ჩაისვას და ყოველწლიურად მილიონები უნდა დაიხარჯოს მის მოვლაზე.

 

რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, ეს მხოლოდ პრობლემის ზედა ნაწილია, ქვეკონტრაქტორები ქართული მხარეა, სახელისუფლებო ფირმები, რომლებიც ასეულ მილიონებს ითვისებენ კავშირებისა და დაუსჯელობის წყალობით.

 

„ქართულო ოცნების“ 11-წლიანი მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური ოდენობა არის 150 მილიარდი ლარი, აქედან 20 მილიარდი ლარი ანუ 13 პროცენტი მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაიხარჯა, ძირითადად გზებზე და თუ როგორ გაიფლანგა ეს ფული (უცხოური კრედიტები) ამას რიკოთის, სამტრედია-გრიგოლეთის თუ ბევრი სხვა მაგალითიც მოწმობს.

 

თავდაპირველი გეგმით, რიკოთი 2020 წელს უნდა აშენებულიყო, ახალი ვადებით 2024 წელს უნდა დამთავრდეს, რაც გამორიცხულია. ყოველი გადავადება დამატებით ხარჯებს და ჩვენი მოქალაქეებისათვის მეტი ფულის ჯიბიდან ამოცლას ნიშნავს. ფულს კი ასეთი წესი აქვს - ერთს რომ ართმევ, სხვასთან მიდის. ის სხვა ჩვენს რეალობაში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და სახელისუფლებო ბიზნესებია“, - აცხადებს გოცირიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი