ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ გააგრძელებს დასავლეთთან დისტანცირებას და ამას უტიფრად დააბრალებს იმავე დასავლეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ - საქართველოს პოლიტიკური, დასავლური სტრატეგიული ვექტორი უკანასკნელ თვეებს ითვლის! - მოსაზრება
11-08-2023, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლისთავზე, აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველოს დასავლური პოლიტიკური ვექტორი - დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის!.. თუ რატომ, ამაზე მეტყველებს ხელისუფლების პირველი პირების ე.წ. ლიდერშიფის გამოკვეთილად ანტიდასავლური (ანტიევროპული და ანტიამერიკული) განცხადებები!


აი, თავად განსაჯეთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი: „რუსი ტურისტების შემოსვლაზე აშშ-ის ელჩის განცხადება მანიპულაციაა - ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე, მითუმეტეს, უცხოელ მეურვეობას არ საჭიროებს!“

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე: „აშშ-ის ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს"!

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: „არ მინდა ამ საკითხზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“.


თბილისის მერი კახა კალაძე: „ყველაფერს აეხდება ფარდა და ყველაფერს ვიტყვით, რეალურად რა ხდება. საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა და გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ევროკავშირს შეუძლია სტატუსი „თავისთვის დაიტოვოს", თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ მოგვცემენ. საქართველომ ევროპაში უნდა იაროს, თუმცა "არა ცალ ფეხზე, არა მონებად". ევროპული ღირებულებები ვიცი, მაგრამ როცა გეუბნებიან, რომ მონა უნდა იყო, მიუღებელია. ევროპარლამენტარების განცხადებებს ევროპულ ღირებულებებთან კავშირი არ აქვს, მათ მიერ მიღებული რეზოლუცია აბსოლუტურად სამარცხვინო და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო!“


დიახ, ამ ციტატების წაკითხვის შემდეგ, ვფიქრობ, რომ კომენტარი ზედმეტია....


„ქართული ოცნების“ მმართველობის მთელი ამ წლების მანძილზე, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გადადგა პრემიერის პოსტიდან და ხაზგასმით ბრძანა, რომ იგი „მიდის პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში" და არასოდეს ჩაერევა ხელისუფლების საქმიანობაში, - ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტიის ყველა ლიდერი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა დაერწმუნებინა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ქართული საზოგადოება, რომ ივანიშვილმა დაპირება პირწმინდად შეასრულა, ანუ იგი არ ერევა ხელისუფლების საქმიანობაში, როგორც ამას პოლიტიკური ოპოზიცია და ქართული საზოგადების ნაწილი ამტკიცებს, რასაც ე.წ. „არაფორმალურ მმართველობას“ უწოდებენ! 2012 წლის შემდეგ, ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა გამარჯვება 2 საპარლამენტო არჩევნებში, 2016 და 2020 წელს. თუმცა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გახმოვანდა „მინიშნება“, რომ ქართული დემოკრატიის განვითარებისათვის, აუცილებელია დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების ციკლის დასავლური გამოცდილების დანერგვა.

 

დასავლურმა პოლიტისტებლიშმენტმა გარკვევით გვითხრა, რომ თუ საქართველოს სურს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, მაშინ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დასავლური თავისუფალი სამყაროსთვის დამახასიათებელი ღირებულებები, ფასეულობები, პოლიტიკური ცხოვრების წესები უნდა დაიცვას, ანუ საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ უნდა ეცადოს ნებისმიერი ხერხით ძალაუფლების (მითუმეტეს, „არაფორმალურის“!) შენარჩუნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ისე, როგორც არის ჩინეთში, რუსეთში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც მმართველი ძალები და მათი „ბელადები“ 20 და მეტი წელიწადი ხელისუფლებაში არიან და არც აპირებენ მის დათმობას, სადაც დემოკრატიის ნიშან-წყალიც არ არის და არც იქნება კიდევ დიდხანს!..

 

უკანასკნელ 2-3 წელიწადში, როგორც გამოჩნდა, ივანიშვილმა „ვერ მოახერხა“ დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკური კლასის და მათი ლიდერების „დარწმუნება“, რომ იგი „არაფორმალური მმართველი“ არ არის და არც საკუთარ ფინანსებს არ იყენებს არსებული ხელისუფლების პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად! ამიტომ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ წამოიწყო ოკუპანტ რუსეთთან „პოლიტიკური ფლირტი“, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა უფრო გააღრმავა, იმ იმედით, რომ - რუსეთი ამ ომში სწრაფად გაიმარჯვებდა! ბიძინა ივანიშვილი ამასაც არ დასჯერდა და ევროპაშიც (აშშ-ში ვერ შეძლო!), უნგრეთის ლიდერის, ორბანის და მისნაირების სახით „მოიძია თანამოაზრეები“, როგორც ულტრა-მემარჯვენე, ისე ულტრა-მემარცხენე პოლიტიკურ ძალებში"!..

 

ახლახან, პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი დამატებითი ფაქტორი გახდა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში, რადგან კომუნისტური იდეოლოგიის მქონე და ამავდროულად, ეკონომიკურად უაღრესად განვითარებულ ჩინეთთან, რომლის პრეზიდენტი მრავალი წელია უმაღლეს პოსტს იკავებს და მერწმუნეთ, კიდევ დიდხანს იქნება, სტრატეგიული პარტნიორობის შემთხვევაში, ივანიშვილის პოზიციები გამყარდება! აქედან გამომდინარე, „ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ გააგრძელებს დასავლეთთან დისტანცირებას და ამას უტიფრად დააბრალებს იმავე დასავლეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ - საქართველოს პოლიტიკური, დასავლური სტრატეგიული ვექტორი უკანასკნელ თვეებს ითვლის!!!

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი