ვახტანგ გომელაური: გუშინ ჩამოვფრინდი. თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად, თავზე ვადექი, ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედაა
13-08-2023, 20:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად, თავზე ვადექი, ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედაა, – უთხრა რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩასულმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

 


„გუშინ ჩამოვფრინდი. მგონი, ყველამ კარგად იცის, სადაც ვიყავი, სადმე რომ მივდივარ, თითოეული ნაბიჯი, ყველაფერი იციან, რატომღაც ეს ვერ გაიგეს, სად ვიყავი, ხომ? თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად. თავზე ვადექი, ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედაა. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი – სხვაგან და სხვაგან. მგონი, ეს ძალიან ცუდია, ძალიან მძიმეა, არ შეიძლება ასეთი რამ. იგივე, რაც კალაძის ოჯახზე გააკეთეს, ეს პოლიტიკა აღარ არის, უკაცრავად და, ეს არის სიბინძურე. იგივე, როგორც ჩემზე, ვითომ ვისვენებდი და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

 


"პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, 24 ადამიანი არის დაღუპული, ცხრას ისევ ვეძებთ, დაკარგულად ითვლებიან, სამაშველო სამსახური ჩართულია პირველივე საათებიდან, ასევე ადგილობრივი პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო მალევე ბატონი პრემიერის დავალებით", - განცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 


მინისტრის თქმით, სამძებრო სამუშაოებში ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია და სტიქიის ზონაში ყველა სამსახური მაქსიმალურს აკეთებს.

 


„ტექნიკა მუშაობს, მიდის სამაშველო სამუშაოები. მაქსიმალურს აკეთებენ, რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60% ჩამოშლილი მიწის მასა რაც არის, უკვე შემოწმებულია, დასულია პირველად დონემდე. რამდენიმე დღე დასჭირდებათ ალბათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს, გადავალთ მერე ალბათ უკვე ლოკალურ სამუშაოებზე. ასევე, მდინარის 50 კილომეტრ მონაკვეთს ამბროლაურამდე ამუშავებენ, კონტროლდება და ალბათ მერე უკვე დაბლაც უნდა ჩამოვუყვეთ რიონს, შეიძლება, რიონს ქვემოთაც წამოიღო ვინმე“, – განაცხადა გომელაურმა სტიქიის ზონაში.

 

 

მისი თქმით, ბუნებრივი შემთხვევა ყველგან შეიძლება მოხდეს და ამას ვერ გავექცევით.

 

 

„როგორც გვეუბნებიან, გარემოს კუთხით დღეს საფრთხე არ არის, თუმცა ეს არის ბუნებრივი შემთხვევა და ყველგან შეიძლება მოხდეს, არამარტო აქ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვართ კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი და ქვეყანა. რატომ არ იყო მოწყობილობები დაყენებული – წამების თემაა, რა მოწყობილობაც არ უნდა დავაყენოთ. მუშაობენ ახლა. ასე რომ მივყვეთ, ათასობით ოჯახია, რომლებიც უნდა გავასახლოთ მაშინ, პირდაპირ გეუბნებით, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და კიდევ იქით ყაზბეგამდე ჩასული. ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს, ვერ გავექცევით, სამწუხაროდ. მსოფლიოშია ასე, რა მოხდა ჰავაიზე, ასი ადამიანი დაიწვა და ასზე მეტი დაკარგულია. ამერიკა ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა, ვერტმფრენებიც ჩვენზე მაგარი ჰყავთ, ავიაციაც ჰყავთ, მაგრამ მოხდა. ხდება, ბუნებაა, რა ვქნათ, დიდი უბედურება მოხდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 


კითხვაზე, „წინასწარი შეტყობინების სისტემა რომ ყოფილიყო დამონტაჟებული, ავიცილებდით ან მინიმუმამდე იქნებოდა თუ არა დაყვანილი ადამიანური ტრაგედია?“ – გომელაურმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიჩქარით მოძრაობდა მეწყერი.

 


„მეწყერი თუ ჩამოვიდა დაახლოებით ერთ წუთში, ვერაფერს აიცილებდი, მაგრამ თუ, ვთქვათ, მოუნდა 10-12 წუთი, ეს ექსპერტებმა უნდა თქვან. მე ვერ გეტყვით, რამდენ წუთში ჩამოვიდა მეწყერი“, – თქვა გომელაურმა.

 

 

მან ვერტმფრენების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სამი ახალი ვერტმფრენია შეძენილი საფრანგეთში და მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი.

 

 

„ჩვენ სულ ექვსი ვერტმფრენი გვყავს, სამი ახალი ვერტმფრენი საფრანგეთში შევიძინეთ და, წესით, მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი, შემდეგ წელს დასრულდება შემოყვანა, ვერტმფრენი ხომ მანქანა არ არის, გახვიდე და ბაზრობაზე იყიდო, რიგებია და ამაზე თითქმის ერთი წელი ვმუშაობდით“, - თქვა მინსტრმა და დაამატა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული ვერტმფრენები სრულად გამართულია.

 


„ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები, სწავლება და გადამზადება უნდათ პილოტებს და ა. შ. იგივე ვერტმფრენებია ესენიც, უბრალოდ, ახლებია, იგივე შეუძლია არსებულსაც. არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად ყველანაირად გამართულია. არც ერთი პილოტი არ აფრინდება, თუ გამართული არ არის. უტარდება ტექდათვალიერება ყოველ წელს და ჩათვალეთ, ახალი ვერტმფრენია, უბრალოდ, ძველი გამოშვებაა და ძველს ხომ არ ვიყიდდით ისევ?! ვიყიდეთ ახლები“, – განაცხადა გომელაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი