ლოჯისტიკის სარდალმა თავდაცვის ძალებიდან ჩართული ქვედანაყოფების მეთაურებს დღის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო
14-08-2023, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებები დილიდან განახლდა. ჯარების
ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ
თავდაცვის ძალებიდან ჩართული ქვედანაყოფების მეთაურებთან ერთად დღის გეგმას
გადახედა და ძებნის სამუშაოებთან დაკავშირებით ახალი დავალებები გააცნო.

 

საველე მართვის პუნქტიდან ლოჯისტიკის სარდალმა სტიქიის ეპიცენტრში გადაინაცვლა და
სამხედროების მუშაოების პროცესს ადგილზე დააკვირდა.

 

თავდაცვის ძალები შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ათ
ლოკაციაზე ახორციელებს ძებნა-შველის ღონისძიებებს. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში
ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-
საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა მაშველებთან ერთად, ჯარების
ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით
ახორციელებს.

 

მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების 54-კილომეტრიან მონაკვეთზე
მონიტორინგსა და წერტილოვან ძებნის სამუშაოებში ეროვნული გვარდიის პირადი
შემადგენლობა, რეზერვისტები და მაშველები არიან ჩართული. მდინარეების კალაპოტში
ეროვნული გვარდიის ის სამხედრო მოსამსახურეები აწარმოებენ მონიტორინგს, რომლებსაც
მდინარის ფორსირებისა და სამძებრო სამუშაოების სპეციალური კურსი აქვთ გავლილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი