კახა კალაძე: ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი, ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული კი, არავინ არის
14-08-2023, 14:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი სტიქიის ადგილზე რამდენიმე დღის დაგვიანებით, უპასუხა, რომ ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი და ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული არავინ არის.

 


„ვახტანგ გომელაურს რაც შეეხება, ის არის წარმატებული მინისტრი და მინდა, მას წარმატება ვუსურვო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოჯახური ტრაგედიისგან, პრობლემებისგან, სირთულეებისგან არავინ არ ვართ დაზღვეული. ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და ყოველივე კარგი. მათ შორის, ვახტანგ გომელაურს და მის ოჯახს მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო“,- განაცხადა თბილისის მერმა.

 


დედაქალაქის მერმა შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბებზე, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების ღონისძიებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამინდისა და ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, ვერტმფრენებით ყველაფერი გაკეთდა.

 


„გულდასაწყვეტია, როდესაც ამხელა ტრაგედიის ფონზე, მიზანმიმართული სპეკულაციებიხდება. იცით, რამხელა უბედურება დაატყდა ჩვენს ქვეყანას თავს, რაჭის რეგიონს, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, დღესაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება ღამის ხედვას, მე არ ვარ დარგის სპეციალისტი და შეიძლება უხერხული იყოს ჩემგან ამაზე საუბარი, თუმცა, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე, შეუძლია, ნახოს ღამის ხედვის სისტემა, თუ როგორ მუშაობს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველანაირ პირობებში აღნიშნული სისტემის გამოყენება. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამინდი. ღამის ხედვის სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ დრონებს, რომლებიც შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ. ვერტმფრენები შესყიდულია და 2024 წლიდან უკვე დაიწყება მათი შემოყვანა.

 


შეიძლება ტელევიზიით არ ჩანს ტრაგედიის ის მასშტაბები, თუ რაზეა საუბარი, რა უბედურება მოხდა და სტიქიამ რა მასა და ღვარცოფი ჩამოიტანა. ვერტმფრენებმა სტიქიის ადგილზე, გასაკეთებელი გააკეთეს - 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს. დღეს უკვე სხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, ჩართულია მძიმე ტექნიკა და ყველა გადაადგილება, თუნდაც მძიმე ტექნიკის, მაშველების თანდასწრებით მიმდინარეობს. ხდება შესაბამისი არეალების მოხაზვა და განსაზღვრა, სად რა ფორმით იმუშაონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი