ინდოელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
15-08-2023, 10:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. პრესტურის ფარგლებში ინდოელმა ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი და წყალტუბო მოინახულეს. მედიის წარმომადგენლები მესტიას ეწვევიან, დაათვალიერებენ ჰაწვალს, ლატალს, უშგულს. ტურის განმავლობაში ინდური მედიის წარმომადგენლები საქართველოს კულტურას, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო და გამაჯანსაღებელ კურორტებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნობიან.

 


მედიის წარმომადგენლები ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემებისთვის “New Indian Express”-სა და “Deccan Herald”-ისთვის სტატიებს მოამზადებენ. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში მილიონობით მკითხველი და სოციალური ქსელების მომხმარებელი გაეცნობა.

 


„საქართველოში პირველად 5 წლის წინ ვიყავი, ძალიან მომწონს ძველი თბილისის არქიტექტურა, განსაკუთრებით კიძველებური აივნები, გოგირდის აბანოები და ეკლესიები. ძალიან მიზიდავს თქვენი კულტურა, სამზარეულო და რა თქმა უნდა ღვინო. გამორჩეულად მომწონს ხალხი, მათი განწყობა. ვამბობდი ოდესმე საქართველოში დავბრუნდებოდი და აი აქ ვარ, თბილისთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაურებ და მკითხველს საქართველოს გავაცნობ“,-აცხადებს ტურის მონაწილე კაპლანა სომასანდერი.

 

 

პრესტურის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა. თბილისსა და დელის შორის ავიაკომპანიამ Indigo კვირაში სამი სიხშირით პირდაპირი ფრენები დაიწყო.

 


Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით.

 

 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი