GUARDIAN.GE - ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 18 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაზე ბრალი წარუდგინეს. მისთვის ეს უკვე მეოთხე საბრალდებო აქტია.
ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას და „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერში წამყვანი კანდიდატია.
ის უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ 13 ბრალდებას, რაც მოიცავს არჩევნებში ჩარევას. მისი თქმით, ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება არაერთი დანაშაული, მათ შორის:
ჯორჯიის შტატის რეკეტული აქტის დარღვევა;
საჯარო მოხელის მიერ ფიცის დარღვევის შუამდგომლობა;
საჯარო მოხელედ თავის წარმოჩენა;
დოკუმენტების გაყალბება;
ყალბი განცხადებები და ნაწერები და ყალბი დოკუმენტების წარდგენა.
საბრალდებო დასკვნა ბრალდებულებს „კრიმინალურ ორგანიზაციად“ მოიხსენიებს და მათ ბრალს სდებს სხვა დანაშაულებშიც, მათ შორის მოწმეებზე ზემოქმედებაში, კომპიუტერის ხელყოფასა, ქურდობასა და ცრუ ჩვენების მიცემაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.