ლაშა ჟვანია პრემიერის ისრაელში ვიზიტზე: ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი
16-08-2023, 20:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი. ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს ისრაელში და დაიწყება მოლაპარაკებები 2024 წლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 


მისი თქმით, ეს ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში.

 


„ისრაელსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი ურთიერთობებია უკვე წლების მანძილზე, უფრო მაღალ დონეზე არის აყვანილი ბოლო წლებში და ამას მოწმობს ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეორედ ისრაელში ვიზიტი. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბევრი საკითხი არის განსახილველი, ბევრი არის დაგროვილი, ბევრი გადასაწყვეტია. ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი. ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს ისრაელში და დაიწყება მოლაპარაკებები 2024 წლისთვის. ეს ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში. ბუნებრივია, ყველამ ვიცით, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ისრაელიდან საქართველოში, კიდევ მეტი შეგვიძლია მივიღოთ. სხვა, სამხედრო, პოლიტიკურ, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობა ისევე, როგორც რეგიონალურ საკითხებში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის, იმიტომ, რომ ისრაელი არის მეგობარი ქვეყანა“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი