81 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა
17-08-2023, 20:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

81 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. 

 

 

„რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!“ - ნათქვამია რუსთაველის ეროვნული თეატრის „ფეისბუქის“ გვერდზე. 

 


გოგი ხარაბაძე 1942 წლის 12 ივლისს დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

 


1963-1994 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. სპექტაკლებში შესრულებული აქვს როლები: ჯარისკაცი („ყვარყვარე თუთაბერი“ 1959), დათო (ვ. როზოვის “ვახშმობის წინ”), ოთარი (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის “ბრალდება”), ღვთისო (ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილი”), დიტო (ო. იოსელიანის “სანამ ურემი გადატრიალდება”), ჯიბო (შ. დადიანის “გუშინდელნი”), ტარასი ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის “კოლხეთის ცისკარი”), ავტორი (ი. ჭავჭავაძის “ჩემო კალამო”), დიდებული (“ჰამლეტი” 1960), ავთო (“მზიანი ღამე” 1966), ტარიელი (“ვეფხისტყაოსანი” 1966), ოიდიპოსი (“ოიდიპოს მეფე” 1976), ჯორჯ კლარენსი (“რიჩარდ მესამე” 1979) და სხვ. განსახიერებული აქვს კინოროლები: ოთარი (“გიორგობისთვე” 1966), კაზა ჩხეტია (“დათა თუთაშხია” 1978), ნოდარი (“ჩემი მეგობარი ნოდარი” 1967), ჰერცოგი (“დონ კიხოტი” 1989), თენგიზი (“გასერინება ყარაბაღში” 2005) მერაბ სეთურიძე “რაიკომის მდივანი”), მირიან ტაბიძე (“გამოცხადება”) და სხვ. გადაღებულია ვიდეოფილმებში: “ირინეს ბედნიერება” (აბესალო, 1974), “ოთარაანთ ქვრივი” (გიორგი და სოსია, 1978), “სატელევიზიო ოთხთავი” (1996) და სხვ. შექმნილი აქვს ტელეთეატრის ციკლი: პოეზიის 30 წუთი (1974), “ბედი ქართლისა” (1975), აკაკი წერეთლის მონოლოგი (1979), ვაჟა-ფშაველას ნაანდერძევი (1983) და სხვ. ფირფიტაზე ჩაწერილი აქვს “ვეფხისტყაოსანი” (1986), “გალობანი სინანულისანი” (1989). გამოქვეყნებული აქვს წიგნი “თქვენ მომაგონდით” (1989).

 

 

გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: 2017 – ხელოვნების ქურუმი, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 2012 – პრემია “საგურამო”; 1987 – დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია; 1986 – საქართველოს სახალხო არტისტი; 1976 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; 1976 – საქართველოს დამსახურებული არტისტი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი