საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე
ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის
უფროსმა გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა გადასცა. თავდაცვის ძალების მეთაურის
მოადგილემ კაპიტან გიორგი მიმინოშვილს, ლეიტენანტ გიორგი ონიაშვილს, უფროს სერჟანტ
ალექსანდრე ჩაჩოიანცს, სერჟანტ ბაგრატ კაპანაძეს და კაპრალ აკაკი სვიმონიშვილს
დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და
სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.
საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის
- დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების
შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით
ხორციელდება. პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო
მზადყოფნის დონის ამაღლებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.