Agile Spirit 2023-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი ჩატარდა
29-08-2023, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC)
მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2023 სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი
ჩატარდა. სწავლების საშტაბო ნაწილი მრავალეროვნული ბრიგადის ოპერაციებს მოიცავდა,
რომელსაც მხარს დაქვემდებარებული ელემენტები უჭერდა, სადაც საწვრთნელი
აუდიტორიისთვის რეალური გარემო იყო შექმნილი. სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა
ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი ოპერაციები აწარმოეს და ერთმანეთს
საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

 

 

სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს.
Agile Spirit 2023 საწვრთნელი არეალი მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ
საქართველოს. წელს სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 21 ქვეყანა, 3 ორგანიზაცია და
3600 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. Agile Spirit 2023 საქართველოს თავდაცვის ძალებს,
აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ
დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების
დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და
გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი