ლელა ჩიქოვანი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს შეხვდა
02-09-2023, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ  გაერთიანებული
სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს უმასპინძლა.
ლელა ჩიქოვანმა აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და
რუსეთში  ოფიციალურ წარმომადგენელსა და ჯგუფის ხელმძღვანელს,
დევიდ მორგანს  ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და 
გაერთიანებული სამეფოს, როგორც  საქართველოს მნიშვნელოვანი
სტრატეგიული პარტნიორისა და  მტკიცე მხარდამჭერის მიმართ
განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა. მხარეებმა  თავდაცვის
სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე და
სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ბრიტანელ სტუმარს 
საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე
რეფორმები  გააცნო და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების
ჩართულობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.  მისი განცხადებით, 
გაერთიანებული სამეფო  თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით,
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სანდო და გამორჩეული პარტნიორია,
რომელსაც  საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში 
მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

 


თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო
ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს,
მზარდ საფრთხეებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი