შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
02-09-2023, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.

 


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას და აღინიშნა, რომ 2023 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო არაერთი მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტის კუთხით.

 


ყურადღება გამახვილდა უორდროპის დიალოგზე, რომელსაც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

 


მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მათ შორის, ძლიერ კავშირებზე მეგობრობის ჯგუფებს შორის და გამოხატეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა უსაფრთხოების გამოწვევები და მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიმართ საქართველოს მხარდაჭერისთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე.

 


პარლამენტის თავმჯდომარემ, ყურადღება ასევე გაამახვილა 2023 წლის მარტში გამოქვეყნებულ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, უსაფრთხოების, თავდაცვისა და განვითარების პოლიტიკის განახლებულ ინტეგრირებულ კვლევაზე, სადაც საქართველოც არის ნახსენები და პირველადაა გამოყენებული ტერმინი „ოკუპაცია“.

 


ჯონათან ჯანოგლიმ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ვეროატლანტიკური ინტეგრაციისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა.

 


შეხვედრის დასასრულს შალვა პაპუაშვილმა ჯონათან ჯანოგლის მადლობის სიგელი გადასცა ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის.

 


ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი