რომან გოცირიძე: როგორმე უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ მიიღოს რუსეთის მოქალაქეებისათვის ბინადრობის უფლების შეჩერების შესახებ კანონები
03-09-2023, 15:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ხვალ პარლამენტი იწყებს მუშაობას და როგორმე უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ იქნას მიღებული კანონები რუსეთის მოქალაქეებისათვის ბინადრობის უფლების შეჩერების შესახებ, რომელიც ინვესტიციების განხორციელებას ან უძრავი ქონების შეძენას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

 


„ახლახან ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, „ევროოპტიმისტებმა“ პარლამენტში დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისათვის ბინადრობის უფლების შეჩერებას, რომელიც დაკავშირებულია ინვესტიციების განხორციელებასთან ან უძრავი ქონების შეძენასთან. ეს წესი ისედაც მოძველებულია, რადგან მათ შეუძლიათ მცირეოდენი, სულ რაღაც 300 ათასი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელონ ან ამავე ოდენობოს უძრავი ქონება შეიძინონ, რაც საკმარისია გრძელვადიანი (ხუთწლიანი ) ბინადრობის უფლების მისაღებად. 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ქონების შეძენისას მოკლევადიანი ( ერთწლიანი) ბინადრობის უფლება შეუძლიათ რომ მოითხოვონ.

 


აუცილებელია, რომ ამაზე მორატორიუმი იქნას გამოცხადებული განსაზღვრული ვადით. ასე იქცევა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა.

 


ლატვია უფრო შორსაც წავიდა და არა თუ შეაჩირა, არამედ რუსეთის მოქალაქეებზე წინა წლებში გაცემული ყველა სახის ბონადრობის უფლება გააუქმა 2 სექტემბრიდან. ისინი ვალდებულნი არიან 3 თვეში დატოვონ ქვეყანა.

 


როდესაც ევროკავშირის სახელმწძიფოები შეშფოთებული არიან რუსეთის მოქალაქეების მომრავლებით და ამაში ხედავენ საფრთხეებს, ადვილი მისახვედრია, თუ რამდენად დიდია რისკი ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც რუსეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ შემოსვლა, ცხოვრება, უძრავი ქონების შეძენა და ბიზნესის წარმოება.

 


მანამდე ასევე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინება რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების შეძენის უფლების შეჩერებას გარკვეული დროით( ლიეტუვის ანალოგი).

 


ხვალ პარლამენტი იწყებს მუშაობას და როგორმე უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ იქნას მიღებული ეს კანონები“, - აცხადებს გოცირიძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი