შალვა პაპუაშვილი: ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და სწორედ ეს მტკიცე კავშირები ქმნის მყარ საფუძველს ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებისთვის
04-09-2023, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„დღეს ვმასპინძლობთ ჩემს კოლეგა ამირ ოჰანას, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარეს. ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და სწორედ ეს მტკიცე კავშირები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქნესეთის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას.


მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.


„ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ ვითარებაში შედგა. მადლიერები ვართ ისრაელის სახელმწიფოსადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდ დინამიკას. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ნაყოფიერი ვიზიტები ისრაელის სახელმწიფოში. ბატონი ოჰანას ვიზიტი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა და მჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


შალვა პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დონეზე.


„ისრაელთან მეგობრობის ჯგუფმა დაახლოებით ერთი თვის წინ განახორციელა ვიზიტი ისრაელში და არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს მხარესთან. მზად ვართ, ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობაში. შეხვედრაზე, აგრეთვე, ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე. ისრაელსა და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სტაბილურობასა და მშვიდობას ვუსურვებთ. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის, ასევე, თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


როგორც ისრაელის ქნესეთის სპიკერმა ამირ ოჰანამ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, გრძელდება თანამშრომლობა ორი ქვეყნის მომავლისთვის.


მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური ურთიერთობები ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის გივი მიქანაძისა და დავიდ ბითანის ხელმძღვანელობით, - „ეს ურთიერთობა, კომიტეტების ეს საქმიანობა, მეგობრობის ჯგუფები და კონტაქტები არის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი იარაღი ურთიერთობების გამყარებისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის, ადამიანებს შორის, ხალხებს შორის და სხვა სიმაღლეზე აჰყავს, ჩვენი კავშირი“, - განაცხადა ამირ ოჰანამ.


მან ასევე ხაზი გაუსვა ისრაელის თანმიმდევრულ პოლიტიკას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის თვალსაზრისით.


​ამირ ოჰანამ მადლობა გადაუხადა შალვა პაპუაშვილს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს მომავალში ეწვევა ისრაელს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი