უკრაინის კრიზისი: მშვიდობიანი მოლაპარაკებები „ფუჭია“
25-01-2014, 14:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათი მცდელობა მშვიდობიანი გზით გადაწყვიტონ კიევის არეულობები, "ფუჭი" აღმოჩნდა. ვიტალი ზახარჩენკომ თქვა, რომ პროტესტანტებთან მოლაპარაკებები წარუმატებელი გამოდგა. მან განაცხდა, რომ პროტესტანტებს იარაღი აქვთ და არეულობების წარმოშობაში "რადიკალური ჯგუფები" დაადანაშაულა.


ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც პროტესტანტებმა კიევში ენერგეტიკის სამინისტროს ნაწილი დაიკავეს. უკრაინის ოფიციოზი ამ ფაქტს აფასებს, როგორც "ტერორისტულ აქტს".

 

ზახაროვმა განაცხადა, რომ ოპოზიცია, რომელსაც უკვე აღარ ძალუძს გააკონტროლოს „რადიკალური ძალები,“ მოქალაქეებს საფრთხეში აყენებს.


„ჩვენი მოწოდებები არ შეისმინეს და დადებული ზავი დაარღვიეს.“ მან ასევე დაადანაშაულა პროტესტანტები ერთ-ერთი პოლიციის ოფიცერისათვის სროლასა და 3 დანარჩენის გატაცებაში.


ამასობაში კი ენერგეტიკის მინისტრმა ედუარდ სტავიცკიმ განაცხადა, რომ დაახლოებით 100 პროტესტანი ცდილობდა ენერგეტიკის სამინისტროს მთავარი შენობის აღებას კიევის ცენტრში, მაგრამ მათთან საუბრის შემდეგ მათ დატოვეს შენობა, თუმცა ჯერ კიდევ ბლოკირებული აქვთ შენობის მთავარი შესასვლელი.


„ის, რასაც ამჟამად ადგილი აქვს კიევში, პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინის მთელ ენერგო სისტემას,“ -ამბობს როიტერსის ახალი ამბების სააგენტოსთან მინისტრი.


უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის აღთქმული პირობის მიუხედავად, რომ კრიზისის დასასრულებლად მზად იყო დათმობებზე წასულიყო, კიევში მთელი ღამის განმავლობაში არეულობები მაინც გაგრძელდა.

 

გამთენიისას კიევის ცენტრში ისევ ცეცხლი ენთო. მთელი ღამე კი პროტესტანტები პოლიციელებს ალმოდებულ ნივთებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. პოლიციელები კი მათ ცრემლსადენი გაზის გაშვებით პასუხობდნენ.

 

იანუკოვიჩმა დაჟინებით განაცხადა, რომ შეცვლიდა ანტი-საპროტესტო კანონებს და გადაახალისებდა მინისტრთა კაბინეტს, მაგრამ როგორც ვიტალი კლიჩკომ თქვა, დემონსტრანტებს ახლა თავად იანუკოვიჩის გადადგომის მოთხოვნა აქვთ.

 

ღამემ უკრაინაში არეულობებით ჩაირა, არიან დაკავებულებიც. უკრაინის სხვადასხვა ქალაქში აქტივისტებმა სამთავრობო დაწესებულებების დაპატრონებაც მოახერხეს.

ოთხშაბათს, 22 იანვარს, კიევში პოლიციასთან შეტაკებისას 2 ადამიანი დაიღუპა. უკვე დადასტურებულია რომ ისინი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალნენ. ეს ორი დემონსტრანტი პირველი მსხვერპლი შეიქმნა კიევში გვიან ნოემბერში დაწყებული ანტი-სამთავრობო გამოსვლების შემდეგ.

 

ოთხშაბათს გვიან საღამოს უკრაინულმა რადიო "თავისუფლებამ" საზოგადოებას მესამე აქტივისტის სიკვდილის თაობაზეც აუწყა. რადიოს ცნობით, იური ვერბიცკის გვამი, რომელსაც წამების ნიშნები აღენიშნებოდა, კიევის გარეთ მდებარე ტყეში იპოვეს. მედიის ინფორმაციით, იგი აქტივისტ იგორ ლუცენკოსთან ერთად კვირის დასაწყისში გაიტაცეს, თავად ლუცენკო კი მოგვიანებით გაათავისუფლეს და ახლა იგი საავადმყოფოში იმყოფება.

 

 

 

 

bbc.com 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი