ზურაბ აბაშიძე: მოსკოვში ჩათვალეს, რომ უკვე საერთაშორისო პრესტიჟზე შეიძლება აღარ იფიქრონ
25-02-2014, 16:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, რუსეთი საერთაშორისო პრესტიჟის შელახვას არ მოერიდა და ოლიმპიადიდან 24 საათის განმავლობაში მავთულხლართების გაბმის პროცესი განაახლა.

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ კარასინი-აბაშიძის შეხვედრის ფორმატი მსგავსი საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, უახლოეს დღეებში დაგეგმილ შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძე მავთულხლართების თემას აუცილებლად დააყენებს.

 


"ეს პროცესები დაიწყო სოჭის ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე. ეტყობა, სოჭის ოლიმპიადის დროს, სკანდალს გარკვეულწილად ერიდებოდნენ. ახლა კი, მოსკოვში ჩათვალეს, რომ უკვე საერთაშორისო პრესტიჟზე შეიძლება აღარ იფიქრონ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 


მისი თქმით, გრიგორი კარასინთან შეხვედრა პრაღაში მარტის დასაწყისში გაიმართება და მასზე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შესახებაც ისაუბრებენ.

 


"შეხვედრა შეხვედრისთვის ან მეორეხარისხოვანი საკითხების განსახილველად, ცუდი და ჩვენთვის მიუღებელი ფორმულაა. ჩვენ საუბარი წარმოგვიდგენია მხოლოდ კარდინალურ საკითხებზე და რაღაც შედეგებიც უნდა ვიხილოთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

ქარელის რაიონის სოფელ ატოცში რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. მავთულხლართებს მიღმა ადგილობრივი მოსახლეობის უკვე დამუშავებული მიწებიც მოჰყვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი