ირაკლი ღარიბაშვილი "მომავლის სოფელზე": ჩვენი სურვილი არის რომ ვეტერანების ოჯახებს შევთავაზოთ საზღვრისპირა რაიონებში დასახლება
21-12-2015, 04:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, რომელიც 11 მილიონი ლარი ჯდება, ირაკლი ღარიბაშვილმა  დღეს სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას "საუკუნის პროექტი" უწოდა.


"გზა არხოტისკენ საბჭოთა პერიოდშიც არ არსებობდა. აქამდე გადაადგილება იქ ფეხით, ცხენით ან ვერტმფრენით იყო შესაძლებელი. და ამის გამო სოფელი არხოტი ნელ-ნელა დაიცალა და ამ დროისთვის საზღვრისპირა სოფელში მხოლოდ 3 ოჯახი ცხოვრობს. 2017 წლიდან, გზის დასრულების შემდეგ მშობლიურ სოფელს ათობით ოჯახი დაუბრუნდება. ჩვენ უკვე დაგვიკავშირდა არაერთი ოჯახი, რომელთაც გამოთქვეს სურვილი არხოტში დაბრუნების", აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ მთავრობა საზღვრისპირა რეგიონების გაძლიერებაზე მუშაობს.


"გვაქვს იდეა, რომელიც ისრაელის გამოცდილებიდან გვსურს გადმოვიღოთ და განვახორციელოთ, ეს არის ე.წ. "მოშავის იდეა", რაც გულისხმობს საზღვრისპირა რეგიონებში ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი, მომავლის სოფლის აშენებას. ამ იდეაზე ვმუშაობთ, ჩვენი სურვილი არის რომ ვეტერანების, მათ შორის დევნილი ვეტერანების ოჯახებს შევთავაზოთ ამ რაიონებში დასახლება და მათთვის განსაკუთრებული პირობების მიცემა", განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   მარიამი
      
არაჩვეულებრივი იდეაა,რომელიც მართლა უნდა შესრულდეს, ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ საზღვრისპირა რეგიონების გამაგრება ყველაზე საშური და გადაუდებელი საქმეა. მარტოხელა რომ არ ვიყო, არაფერი დამაკავებდა (უბრალოდ მარტო ღამისთევა უცხო ადგილას მაშინებს). სიამოვნებით ავაკითხავდი ჩემი წინაპრების ადგილებს მთიულეთში _
ხანდოში და სეთურებში.
22 დეკემბერი 2015 00:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი