ირაკლი ღარიბაშვილი: ჯანდაცვის სისტემის არსებითი გარდაქმნით, მედიცინა ბიზნესიდან საზოგადოებრივ სიკეთედ ვაქციეთ
21-12-2015, 05:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სამწლიანი მუშაობის შედეგებს აცნობს საზოგადოებას. ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს საკრებულოში. ღარიბაშვილის განცხადებით, იმ რეფორმებს შორის, რაც ხელისუფლებამ გაატარა, საკვანძო მნიშვნელობის ჯანდაცვის სისტემის რეფორმაა.

 


„დღეს, ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს. ჯანდაცვის სისტემის რეფორმას არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და USAID-ის კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს ამ წარმატებას. ჯანდაცვის სისტემის არსებითი გარდაქმნით, მედიცინა ბიზნესიდან საზოგადოებრივ სიკეთედ ვაქციეთ. ჩვენი კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლისას, ჯანდაცვის ხარჯები შეადგენდა მილიარდ 800 მლნ ლარს, 2016 წელს კი 3 მილიარდს გადააჭარბებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურების მილიონ 233 000-ზე მეტი შემთხვევა, გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების 408 000-ზე მეტი შემთხვევა, 182 000-ზე მეტი გეგმიური ოპერაცია, 6 000-ზე მეტი კარდიოქირურგიული შემთხვევა, 113 000 -ზე მეტი ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეისრო კვეთა, 76 000 ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპია. ჩვენ ასევე გავზარდეთ დაფინანსება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის. ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს ამბულატორიები. ჩვენ გასულ წელს, 83 ამბულატურია ავაშენეთ. გარდა ამისა, გავზარდეთ სოფლის მედპერსონალის ხელფასი. დავიწყეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, აღნიშნული პროგრამა საქართველოს აქცევს ერთ-ერთ პირველ ქვეყნად, სადაც მოსახლეობა გათავისყფლდება ამ სენისგან"- განმარტა პრემიერმა. 

 


პრემიერის მიერ სამწლიანი მუშაობის შედეგების წარდგენას საკრებულოში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი