კიევის სასამართლომ იანუკოვიჩზე ძებნა გამოაცხადა
26-02-2014, 09:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კიევის პეჩორის რაონის სასამათლომ მიიღო დადგენილება ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების თაობაზე. იანუკოვიჩი ეჭვმიტანილია განზრახ მკვლელობაში.

 


"შემიძლია მოგახსენოთ, რომ ყოფილი პეზიდენტი ვიქტორ იანკოვიჩი მიჩნეულია ეჭვმიტანილად. მასზე გამოცხადდა ძებნა. საქმე აღძრულია მასობრივი მკვლელობის მუხლით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (განზრახ მკვლელობა) დამამძიმებელ გაემოებაში." - განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ მახნიცკიმ.

 


იანუკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და ძებნის გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაკოვმა Fაცებოოკ-ით გაავრცელა. თუმცა დღეს გაირკვა, რომ ავაკოვმა იჩქარა.

 

 

ამავე დროს, უკრაინის პარლამენტს სურს მიმართოს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩს პასუხი აგებინოს "კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის, მოქალაქეების მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს". პარლამენტმა 339 ხმით, პირველი მოსმენით უკვე მიიღო განცხადება ჰააგის სასამართლოს სახელზე. საკმარისი იყო 226 ხმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენა და 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. მანამდე ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ არ აპირებდა გადადგომას. 23 თებერვალს იანუკოვიჩს დონეცკიდან გაფრენის უფლება არ მისცეს. იანუკოვიჩის დაცვამ მესაზღვრეების მოსყიდვა სცადა თუმცა უშედეგოდ.

 

 

უმაღლესმა რადამ უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილება პარლამენტის სპიკერ ალექსანდრ ტურჩინოვს დააკისრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://news.ge/ge/news/story/81146-kievis-sasamartlom-uanukovichze-dzebna-gamoatskhada 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი