მუხრანში მამაკაცმა მეუღლე და რძალი მოკლა, დაჭრილი შვილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი
25-01-2014, 17:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეუღლე, შვილი და რძალი. მეუღლე – 1966 წელს დაბადებული ხარულა კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, რძალი – 1992 წელს დაბადებული ეკა ტ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი შვილი – 1987 წელს დაბადებული შალვა ო. საავადმყოფოში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსსკ-ის 109-ე მუხლით).

 

 

 

 

 

 

http://police.ge/ge/shss-m-ganzrakh-mkvlelobis-saqme-tskhel-kvalze-gakhsna/6091  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი