საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოში მიიწვია. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ის მაღალი დონის პოლიტიკური პარტნიორობა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს აუცილებლად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, შესაბამისად მეტი ყურადღება დაეთმობა ინვესტიციებსა და სავაჭრო ურთიერთობებს.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ ბიზნესმენებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე ესაუბრა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველო, ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს გარდა, ბიზნესმენებს სთავაზობს: რეგიონში საუკეთესო საჯარო სერვისებს, მარტივ საგადასახადო სისტემას და სწრაფად განვითარებად ინფრასტრუქტურას, საკუთრების და საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, თავისუფალ სასამართლო სისტემაზე თავისუფალ წვდომას, ეფექტურ ფინანსურ სისტემას, გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემოს და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომელიც ბაზარზე თავისუფალი და გამჭირვალე კონკურენციის უზრუნველსაყოფად ხორციელდება. საუბარი იყო"საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს რეგიონისცენტრი ვაჭრობისა და ბიზნესის კეთების მიმართულებით და რეგიონული ბაზა მულტინაციონალური საწარმოებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.
პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად საქართველო-ამერიკის ბიზნეს-საბჭოში საგანგებო მიღებაც გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს სახელით გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.