თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ადასტურებს, რომ ჯარისკაცებს დაზღვევა 1-ელ თებერვლამდე არ ექნებათ, თუმცა აზუსტებს, რომ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს უწყება დაფარავს. ამ თემაზე კომენტარი ხიდაშელმა ჟურნალისტებთან ცოტა ხნის წინათ გააკეთა.
"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა დაზღვევა შეჩერდა - არა. აქ არაფერია არც საიდუმლო და არც მოსაპოვებელი. ჩატარდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული იყო, ეს ჩვეულებრივი ამბავია, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ჩვეულებრივია. იანვრის თვეში თავდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს, 1-ლი თებერვლიდან კი, დაზღვევა ჩვეულებრივ გაგრძელდება. სამხედროებისთვის ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, ვინაიდან მათ ჯანმრთელობაზე ზუსტად ისევე იზრუნებს თავდაცვის სამინისტრო, როგორც დაზღვევა რომ ჰქონოდათ, უბრალოდ, ჯიბეში ბარათი 1-ლი თებერვლიდან ექნებათ, ნაცვლად 1-ლი იანვრისა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.