თინა ხიდაშელმა ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს, აშშ-ის პრეზიდენტის სახელით, ბრინჯაოს ვარსკვლავი გადასცა
08-01-2016, 06:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს აშშ-ის პრეზიდენტის სახელით ამერიკული ჯილდო, ბრინჯაოს ვარსკვლავი გადასცა. I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი აშშ-ს პრეზიდენტმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის დაჯილდოვდა.

 


თინათინ ხიდაშელმა ამერიკული ჯილდო ყულჯანიშვილის ოჯახს რუსთავში, I კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის სასაფლაოზე გადასცა. თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული სამხედროს დედას, სიმბოლურად, აშშ-ში აღმართული, აშშ-ის არმიის 101-ე დივიზიის III ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მემორიალის ის ფოტოც გადასცა, სადაც ქართველი მებრძოლის ვასილ ყულჯანიშვილის გვარი და სახელია ამოტვიფრული.

 

 

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იღუპებიან, მაგრამ ძალიან მნშვნელოვანია, როდესაც მათი ასე აფასებენ. ვასილ ყულჯანიშვილი არის პირველი ქართველი სამხედრო, ვისი სახელობის მემორიალიც გაიხსნა ამერიკაში, იმ ბაზაზე, რომლის სარდლობის ქვეშაც მსახურობს ქართული ჯარი ავღანეთის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე. ამერიკის პრეზიდენტმა პირადად გამოგზავნა ვარსკვლავი, რომელიც ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაეცემათ ხოლმე სამხედრო მოსამსახურეებს, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ოჯახისთვისაც და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩვენ ასლიც გვაქვს ამ მედლის, რომელსაც თავდაცვის სამინისტროში განვათავსებთ ყველა მომავალი სამხედრო მოსამსახურისა და მათი ოჯახებისთვის. იმედია, დანაკარგები არ გვექნება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობაც აქვს აღებული საქართველოს ხელისუფლებას ყოველი ამ ახალგაზრდის და და მათი ოჯახის წევრების მიმართ“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

 

 

დღესვე IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა მამა გაბრიელმა დაღუპული ჯარისკაცის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და რუსთავის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობდა. I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი