"ირანი დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისგან რამდენიმე დღეში გათავისუფლდება" - განცხადება ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ გააკეთა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" ავრცელებს.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, თეირანმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან დადებული პირობის ძირითადი ნაწილი შეასრულა. "გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაცნობა, რომ რეაქტორიდან გამოდევნილია პლუტონიუმი და მომდევნო რამდენიმე საათში იგი ბეტონით გაივსება და განადგურდება", - განაცხადა ჯონ კერიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.