თბილისის 53-ე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ
08-04-2014, 20:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, ის არ აპირებს იმ დასკვნის გაუქმებას, რომლის საფუძველზეც თბილისის 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ რამინაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ სანიკიძემ 53-ე სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

"მოთხოვნა იყო, რომ გაგვეუქმებინა დასკვნა, რომელიც გამყარებულია შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციით. მე მისი გაუქმების არანაირი დისკრეცია არ მაქვს და არც ვაპირებ გავაუქმო"-აცხადებს სანიკიძე და დასძენს, რომ დასკვნის გაუქმების ერთადერთი საშუალება სასამართლოა.

 

 

"მათ შეუძლიათ და რამდენადაც ვიცი, სურვილიც აქვთ, რომ ეს დასკვნა სასამართლოში გაასაჩივრონ"-ამბობს მინისტრი.

 


53-ე სკოლის პედაგოგების ნაწილი და მოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გათავისუფლებული დირექტორის დაბრუნებას სთხოვენ. ისინი იმ დასკვნის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც დირექტორი მარიამ რამინაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

 

 

აღნიშნული მოთხოვნით უკვე ორი დღეა განათლების სამინისტროსთან და 53-ე საჯარო სკოლასთან პედაგოგები და მოსწავლეები აქციებს მართავენ და სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში შემოწმება ჩატარდა და ფინანსური დარღვევები გამოვლინდა, რაც დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი