მზექალა შანიძე: ჩვენ, მეცნიერები, ფაქტობრივად, გადაგვყარეს
02-02-2016, 23:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩვენ, მეცნიერები, ფაქტობრივად, გადაგვყარეს. სახელმწიფომ უარი თქვა მეცნიერების დაფინანსებაზე. ქვეყნის განვითარება კი მეცნიერების გარეშე, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისა, როგორიც ჩვენია, არ შეიძლება," ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, პროფესორმა მზექალა შანიძემ გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტთან" ინტერვიუში განაცხადა.


"ძალიან ჭირს მეცნიერების განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მდგომარეობა ცოტ-ცოტა სწორდება და დამოკიდებულებაც შეიცვალა. ეს არ ეხება მარტო ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ეს ყველანაირ მეცნიერებას ეხება. სამეცნიერო ინსტიტუტები რეალურად დაინგრა იმ საბაბით, რომ იქ კვლევა სათანადოდ არ ხდებოდა, რაც არასწორი იყო: თუ კვლევა არ მიმდინარეობდა, მაშინ ეს უნდა გამოსწორებულიყო, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ კვლევა საერთოდ აღარ ყოფილა საჭირო. ჩვენ, მეცნიერები, ფაქტობრივად, გადაგვყარეს. სახელმწიფომ უარი თქვა მეცნიერების დაფინანსებაზე. ქვეყნის განვითარება კი მეცნიერების გარეშე, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისა, როგორიც ჩვენია, არ შეიძლება. მიაქციეთ ყურადღება: იმ პატარა, ახალ სახელმწიფოებში, რომლებიც ახლახან ჩამოყალიბდა აფრიკაში, რაზე იხარჯება ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი? - განათლებასა და კვლევაზე. ჩვენ ამხელა წერილობითი ისტორია გვაქვს და როგორ შეიძლება ისე დაისვას საკითხი, რომ მეცნიერება ჩვენში აღარ იყოს? ელემენტარული რომ ავიღოთ: საქართველო მთა-გორიანი ქვეყანაა, გზები არ გვქონდა აქამდე, არა და გვჭირდება. ამას გეოლოგი, ინჟინერი, მშენებელი, ხიდმშენებელი და ა.შ. ესაჭიროება. რა უნდა ვქნათ? უცხოეთიდან ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები? ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს მეცნიერების იმპორტი და არც ჩვენს მეცნიერს უნდა სჭირდებოდეს ამერიკაში გაქცევა, რათა ლაბორატორია ჰქონდეს," აცხადებს პროფესორი მზექალა შანიძე.


მისი თქმით, დღეს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას საჭიროებს ქართული ენა და მისი დიალექტები, რომლის შესწავლაც გადაუდებლად უნდა მოხდეს, "რადგან თანდათანობით ქრება ის ხალხი, რომლისთვისაც დიალექტი იყო მეტყველების ძირითადი საშუალება."



"ჰუმანიტარულ დარგებს განსაკუთრებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა და ბევრი ეპითეტებიც მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ არაფრის გამკეთებლები ვიყავით. მიუხედავად ამისა, ჩვენ, რაც შეგვიძლია, ვცდილობთ, მაგრამ თუ საბაზო დაფინანსება არ აქვს მეცნიერებას, ისე არაფერი გამოვა. დღეს მეცნიერებს სთხოვენ, რომ დიდ, მსხვილ პრობლემებზე იმუშაონ. ეს თავისთავად სწორია, მაგრამ დიდ და მსხვილ პრობლემებზე მუშაობა არ შეიძლება ისე, თუ დეტალები არ იქნა დამუშავებული. ზუსტ მეცნიერებებში დიდ დასკვნებს ვერ გააკეთებ, თუ კონკრეტული, პატარ-პატარა ცდების საფუძველზე არ იქნა მოპოვებული ფაქტები, რომლებიც ამ დასკვნების საფუძველი იქნება. ეს პატარ-პატარა ფაქტები კი საჭიროებს ხალხს, რომელმაც ისინი უნდა მოიპოვონ. არ შეიძლება კვლევა ლაბორანტის გარეშე, ისე, როგორც არ შეიძლება გეოლოგიაში გლობალური დასკვნების გაკეთება კავკასიის გეოლოგიური სტრუქტურის შესახებ, თუ არ იქნება ახალგაზრდა სპეციალიტი, რომელიც წავა და გაზომვით სამუშაოებს ჩაატარებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ელემენტარულ რამეზე გვიხდება საუბარი, მაგრამ, როდესაც გვთხოვენ დიდ კომპლექსურ კვლევებს, იქნება ეს ბიოლოგია თუ ენათმეცნიერება, უნდა გაითვალისწინონ, რომ მეცნიერება საყრდენისა და ფაქტების გარეშე შეუძლებელია. დღეს კი ისეთი მდგომარეობაა, რომ არ არის ამის საშუალება.


ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ენათმეცნიერებისთვის ქართული ენის ყოველმხრივი შესწავლა. ერთია ლინგვისტური თვალსაზრისით უშუალოდ ენის მდგომარეობის შეფასება და მეორეა ის, რომ ძალიან ბევრი რამ ახალია შემოსული ლინგვისტურ მეცნიერებაში. ახლის განვითარებისთვის ბოლო წლებში ძალიან მცირე შესაძლებლობა გვქონდა. სასწრაფოდ შესასწავლია დიალექტები, რადგან თანდათანობით ქრება ის ხალხი, რომლისთვისაც დიალექტი იყო მეტყველების ძირითადი საშუალება. ამას აქვს როგორც ლინგვისტური, ისე პარალინგვისტური მიზეზები: საქართველოში ხდება მოსახლეობის მიგრაცია, რაც საზოგადოების სტრუქტურაში იწვევს ცვლილებებს. შესაბამისად, იცვლება ლინგვისტური სიტუაციაც. გარდა ამისა, ტელევიზიამ, რომლის საძაგელმა ენამ მთელი საქართველო წალეკა, ძალიან დიდი გავლენა იქონია ხალხის მეტყველებაზე. საჭიროა ამის სასწრაფოდ შესწავლა, რისი საშუალებაც არ არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, თუნდაც, ჩვენს დარგში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა. ძალინ კარგად მუშაობენ ჩვენი ენათმეცნიერები, ბევრს აკეთებენ, მაგრამ აკეთებენ იმას, რისი საშუალებაც აქვთ," აცხადებს პროფესორი მზექალა შანიძე გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტთან" ინტერვიუში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი