ნოდარ ჯავახიშვილი: შეიძლება "ბანკი ქართუ" გაიყიდოს თუ ამის მსურველი გამოჩნდება
12-04-2014, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ბანკი ქართუ" შეიძლება გაიყიდოს,- ამის შესახებ "ბანკ ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნოდარ ჯავახიშვილმა გადაცემა "ბიზნეს კურიერთან" საუბარში განაცხადა. ჯავახიშვილის განცხადებით, 9 აპრილს შეხვდა ბანკის დამფუძნებელს, სადაც შეთანხმდნენ, რომ შესაძლოა, საფინანსო ინსტიტუტი გაიყიდოს.

 

 

"მას შემდეგ, რაც საკმაოდ აჟიტირებულ თემად იქცა ამ საკითხზე საუბარი, მით უმეტეს, თანაინვესტირების ფონდის განცხადების შემდეგ, რომ ბანკმა დაკარგა შესაძლო საინვესტიციო აქტუალობა, მე მქონდა საუბარი დამფუძნებელთან და მივედით ერთობლივ დასკვნამდე, რომ თუკი იქნება ასეთი სერიოზული საინვესტიციო ფონდები და ცენტრი, ამ თვალსაზრისით, ბანკ "ქართუს" აქტუალობა დამფუძნებლისთვის მეორე პლანზე გადადის. შევთანხმდით, რომ შეიძლება, ეს ბანკი გაიყიდოს, თუ ამის მსურველი გამოჩნდება", – განაცხადა ჯავახიშვილმა.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის ყიდვით ებრაული და თურქული ჯგუფები არიან დაინტერესებული. ბანკი "როსიისკი კრედიტი-ქართუ" 1996 დაფუძნდა, 1998 წელს კი მას "ბანკი ქართუ" დაერქვა. ბანკის მფლობელი ამჟამად ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილია, ის ბანკის 100%-იან წილს ფლობს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი