ილია მეორე: ძალიან ხშირად გვესმის, რომ დაცული უნდა იყოს უმცირესობების უფლებები, მაგრამ ვინ დაიცავს უმრავლესობას
13-04-2014, 15:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ძალიან ხშირად გვესმის, რომ დაცული უნდა იყოს უმცირესობების უფლებები, მაგრამ ვინ დაიცავს უმრავლესობას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
 


როგორც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აღნიშნა, "ჩვენ უნდა გვახსოვდეს ვინ ვართ და უნდა ვიფიქროთ არა მარტო უფლებებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა პასუხისმგებლობა აკისრია ყოველ ჩვენგანს ღვთის, ერის, ადამიანისა და საკუთარი სულის წინაშე".

 

 

"ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ დაცული უნდა იყოს უფლებები უმცირესობათა, უმცირესობაში მყოფთა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ვინ დაიცავს უმრავლესობას, ქართველ ხალხს ვინ დაიცავს. ქართველ ხალხს დაიცავს უფალი, უფალი გადააფარებს თავის კალთას და ჩვენ შევთხოვთ უფალს, წყალობას ნუ მოაკლებს საქართველოს", - ბრძანა ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა.

 

 

ილია მეორემ ოჯახის წინაშე მამაკაცის პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზეც იქადაგა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ქართველმა ადამიანმა, განსაკუთრებით კი მამაკაცმა უნდა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა ოჯახისა და ცოლ-შვილის წინაშე. პატრიარქის განცხადებით, ქმარმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის თავი ოჯახისა და ამიტომ არ უნდა დაკარგოს იმედი ღვთისა, არ უნდა დაკარგოს წყალობა ღვთისა და უნდა ახსოვდეს, რომ თუ ერთი საქმე არ გამოუვა, უნდა მიმართოს მეორეს, მესამეს, მეათეს.

 

 

"უნდა გვახსოვდეს, რომ წყალობის გარეშე არავინ რჩება. განსაკუთრებით მინდა შევთხოვო უფალს, რომ უფალმა მტკიცე ნებისყოფა მისცეს ცოლსა და ქმარს, რათა ღირსეული შვილები აღზარდონ და გამგრძელებლები ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და კეთილი ტრადიციებისა", - აღნიშნა პატრიარქმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   ლია
      
დიდება და მადლობა უფალს,რომ ერს ასეთი,გონიერი,ღვთისნიერი და უდიდესი პატრიარქი აჩუქა!!!უფალო,მოგვიტევე და გვასწავლე სიმართლენი შენი!!!უწმინდესო და უნეტარესო,დიდხანს იცოცხლეთ სრულიად საქართველოს საიმედოდ!!!
14 აპრილი 2014 18:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი