რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა 22 აპრილს დაიწყება
15-04-2014, 16:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებელი კომპანიის, "სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის" წარმომადგენლები დღეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ქვემო ქართლის გუბერნატორ გიორგი მღებრიშვილსა და რუსთავის მერს დავით ჯიქიას შეხვდნენ.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩინური კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის ის მონაკვეთი დაათვალიერეს, საიდანაც მშენებლობის პროცესი დაიწყება.

 


,,ჩვენ დღეს მუშა შეხვედრა გვქონდა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან, შევჯერდით იმაზე, რომ მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება და მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული იმისათვის, რომ პროექტი ერთი წამითაც არ შეფერხდეს და დადგენილ ვადებში დასრულდეს,"– განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა.

 


რუსთავის მერის, დავით ჯიქიას განცხადებით კი, მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

 

 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე აქვს აქცენტი აღებული. სამუშაოები 22 აპრილს დაიწყება, ეტაპობრივად მოხდება რუსთაველების დასაქმება და საწყის ეტაპზე 200-მდე ადამიანს გაუჩნდება დამატებითი შემოსავალი," - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

 


როგორც ,,სინოჰიდრო კორპორეიშენის" ამირეკავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შუ ცაო ძინმა განაცხადა, ავტობანის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.

 


"ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი მუშა–ხელისა და ჩინელი ინჟინრების ერთობლივი შეთანხმებული მუშაობით მოთხოვნის შესაბამისი ხარისხის ავტმაგისტრალს ავაშენებთ," – განაცახადა შუ ცაო ძინმა.

 


რუსთავი-თბილისის ავტობანის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა 22 აპრილს დაიწყება და 17 თვეში დასრულდება. მეორე მონაკვეთის მშენებლობაზე კი ტენდერი ცალკე გამოცხადდება.

 

 

პროექტი საქართველოს მთავრობისა და "აზიის განვითარების ბანკის" მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 88 761 128 ლარია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი