ნატო შეთანხმდა აქამდე ყველაზე გაბედული ნაბიჯების გადადგმაზე, შეაკავოს რუსეთი ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ნებისმიერი თავდასხმისაგან
10-02-2016, 23:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოთხშაბათს ნატო შეთანხმდა აქამდე ყველაზე გაბედული ნაბიჯების გადადგმაზე, შეაკავოს რუსეთი ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ნებისმიერი თავდასხმისაგან, რისთვისაც იგი სწრაფად განათავსებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალებს ცივი ომის ეპოქის სამხედრო ბაზების გამოყენების გარეშე. ამის შესახებ Reuters-ი წერს. guardian.ge აღნიშნული სტატიის თარგმანს მცირე შემოკლებით გთავაზობთ. 

 


2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის დაწრმუნების მცდელობის კვალდაკვალ, ნატოს თავდაცვის მინისტრები დაეყრდნობიან ახალი ალიანსის საგუშაგოებს, ძალებსა და როტაციას, დასაწყობებულ აღჭურვილობას და რეგულარულ საბრძოლო წვრთნებს, რაც მხარდაჭერილი იქნება სწრაფი რეაგირების ძალებით.

 


„რუსეთი არის საფრთხე. მოსკოვის ქმედებები ყირიმში, მათი მხარდაჭერა სეპარატისტებისადმი უკრაინაში და მათი მოულოდნელი წვრთნები ჩვენი შეშფოთების საგანია,“ განუცხადა Reuters -ს ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იოზას ოლაკასმა ბრიუსელში, ალიანსის შეხვედრაზე.

 


ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მაიკლ ფალონის თქმით, „ნატო ნიშნავს იმას, რასაც ის ამბობს“. მისი შეფასებით, ნატომ აჩვენა ერთიანობა დასავლეთის, რომელიც უუნარო აღმოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ მოეხდინა შეიარაღებული ძალების შეკრება სირიაში, სადაც შეერთებული შტატები კრიტიკის ობიექტია, რადგან ვერ შეძლო ამბოხებულების მიერ დაკავებულ ალეპოს მიმდებარე ადგილებში რუსების მიერ მხარდაჭერილი თავდასხმების შეჩერება.

 


ნატოს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იგი მიმდინარე კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება, რათა ხაზი გაუსვას ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ ნატოს სტრატეგიის თავდაცვით ხასიათს.

 


„ჩვენ გვჯერა, რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა რთული დროა, და ახლა ასეთი მდგომარეობაა, ძალზე მნიშვნელოვანია, გაგვაჩნდეს პოლიტიკური დიალოგი და გახსნილი გვქონდეს არხები ნატოსა და რუსეთს შორის,“ განაცხადა სტოლტენბერგმა.

 


ნატოს არაწევრმა საქართველომ, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან ხუთ-დღიანი ომი აწარმოა, რის შედეგადაც მისი ორი რეგიონი რუსი სამხედროების მიერ იქნა ოკუპირებული, ასევე გააფრთხილა ნატო, ფხიზლად იყოს. „კრემლისაგან არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება,“ უთხრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა Reuters -ს. „მათ არ შეუძლიათ აჩვენონ სისუსტე.“

 


პოლონეთის ახალი კონსერვატიული მთავრობა კი ყველაზე გადამჭრელად მოითხოვს მის ტერიტორიაზე ნატოს მუდმივი ბაზების განლაგებას.

 


თავდაპირველი განხილვების მიხედვით, ნატო სავარაუდოდ, 6 ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში, ერთ დროს მოსკოვის დომინანტობის ქვეშ მყოფ სახელმწიფოებში, თითოეულში ათას ჯარისკაცამდე განალაგებს. ისინი კი მხარდაჭერილი იქნებიან სწრაფი რეაგირების ძალებით, რომელიც მოიცავს საჰაერო, საზღვაო, და სპეციალურ ქვედანაყოფებს, რაც 40 000 სამხედრო პერსონალისაგან შედგება.

 


პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ანტონი მასირევიჩის თქმით, მხოლოდ 1 000 სამხედროს განლაგება „ძალზე ცოტაა“.

 


აშშ-ს თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის განცხადებით, მათი მიზანია ნატო გადავიდეს „სრული შეკავების პოზიციაზე“, რათა შეაჩეროს ნებისმიერი აგრესია, თუმცა კარტერმა სიფრთხილით დაამატა, რომ „ეს არ იქნება იმის მსგავსი, რაც ცივი ომის დროს იყო.“

 

 

წარსულში ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპაში 300 000 სამხედრო ჰყავდა განლაგებული და ნატოს სურს თავიდან აიცილოს ნებისმიერი ამის მსგავსი მიდგომა, გამომდინარე მისი ფინანსური ღირებულებებიდან და აგრეთვე იქიდან, რომ არ მოახდინოს კრემლის შემდგომი ანტაგონიზმის გაღვივება.

 


ამერიკის შეერთებული შტატები 2017 წლისთვის 3.4 მილიარდი აშშ დოლარის გამოძებნას ცდილობს იმისათვის, რომ დააშოშმინოს ევროპის ინიციატივა, სამხედროების უფრო მეტი როტაცია მოახდინოს იქ და მიაწოდოს მეტი ტანკი და აღმოუჩინოს სხვა სამხედრო ხასიათის დახმარება.

 


როგორც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, კარტერმა ბრიუსელში მის თანმხლებ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია ნატოს ყველა მოკავშირემ სამხედრო ბიუჯეტი გაზარდოს.

 


სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან ოთხშაბათს ნატოს სხვა მოკავშირეებიდან ახალი ვალდებულებები მიიღო, მაგრამ აღნიშნა, რომ დეტალებზე საუბარი ჯერ ძალზე ნაადრევია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი