"რუსეთ–თურქეთის ომის შემთხვევაში, გერმანია და საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ არ იომებენ"!
11-02-2016, 05:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი, საფრანგეთი და გერმანია ნატო–ს წევრები არიან, რუსეთთან თურქეთის მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, საფრანგეთი და გერმანია უშუალოდ არ ჩაებმებიან რუსეთის წინააღმდეგ ნატო–ს ეგიდით წარმოებულ საომარ ოპერაციებში, ისინი შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარებით.

 

 

დიახ, ამ შემთხვევაში, თურქეთს უნდა ჰქონდეს მხოლოდ აშშ–ის და შესაძლებელია, ნატო–ს სხვა რამოდენიმე წევრის იმედი, რომლების სამხედრო პოტენციალი იმდენად უმნიშვნელოა, რომ ლაპარაკადაც არ ღირს. დღეს ვითარება ისეთია, რომ რუსეთ–თურქეთს შორის ომი გამორიცხული სულაც არაა. სამწუხაროდ, რუსეთსა და თურქეთს შორის კონფრონტაციის ფონზე, საერთშორისო არენაზე მდგომარეობა სულ უფრო იძაბება და თუ ვინმე ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაცია შანსს იძლევა იმისთვის, რათა "ნატოს მეშვეობით ჭკუა ასწავლოს რუსეთს", მაშინ ეს ძალები მწარედ ცდებიან.

 

 

როგორც ზემოთ ვთქვი, გამორიცხულია, რომ საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან ომში ჩაებნენ! ამასწინათ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავითოღლუმ განაცხადა, - "რუსეთი სირიაში ისევე დამარცხდება, როგორც სსრკ ავღანეთშიო". – თუკი, სირიის გამო, აშშ და დიდი ბრიტანეთი ნატო–ს ფორმატში, თურქეთის მხარდასაჭერად (ამაზე ოცნებობენ თურქები!) რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაერთვებიან, მაშინ მათ მოუწევთ რუსეთთან "გამკლავება" ფრანგების და გერმანელების მონაწილეობის გარეშე.

 

 

ნუ დაგვავიწყდება ის, თუ რამხელა გავლენა აქვთ საფრანგეთს და გერმანიას ნატო–ს წევრ სახელმწიფოებზე და რომ ალაინსში შემავალი სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას ნატო-ს უპირველეს ამოცანად მიაჩნიათ, რუსეთისაგან ნატო–ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ, წარმოუდგენელია, რომ თურქეთის გამო, ნატო–ს წევრი სახელმწიფოები რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით დაუპირისპირდნენ, რადგანაც ამ საკითხთან მიმართებაში მათ შორის არ არსებობს კონსენსუსი, უწინარესად ეს ეხება ნატო–ს ყველაზე გავლენიან ევროპულ ქვეყნებს – საფრანგეთს და გერმანიას!

 

 

აქედან გამომდინარე, ნატო–სთვის ახლა მთავარია, რომ რუსეთ–თურქეთ შორის დაძაბულობა განმუხტოს, რათა ომამდე არ მივიდეს არსებული დაპირისპირება, ამით ალიანსმა საკუთარი "სახე უნდა შეინარჩუნოს". საქმე ის გახლავთ, რომ საფრანგეთის და გერმანიის გარეშე, აბსოლუტურად უაზრო და შეუძლებელიც იქნება ნატო–ს არსებობა. მსჯელობისას, მე შეგნებულად არ ვახსენე ის რეალობა, რომელსაც ყველა სახელმწიფო ქვეცნობიერად ითვალისწინებს, ეს გახლავთ ბირთვული კონფლიქტი, რომელის შემთხვევაშიც გამარჯვებული არავინ იქნება! სწორედ ეს გარემოება (ბირთვული კატასტროფის საშიშროება!) იძლევა იმის იმედს, რომ საბოლოო ჯამში, ყველანაირი აგრესიული რიტორიკა გადაილახება, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი და სრულმასშტაბიანი ომი დაპირისპირებულ მხარეებს შორის თავიდან აცილებული იქნება!..

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

  პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 5
#5   რეზო ძირკვაძე
      
ღირსეული სახემციფო საქარტველო
12 თებერვალი 2017 04:54
#4   Irakli
      
Gაუმარჯოს რუსეთს რასაც აკეტებს Kველაპერს რუსეტისტვის აკეტებ მალადეც Pუტიიინ
13 თებერვალი 2016 04:43
#3   შერხანი
      
საფრანგეთსაც და გერმანიასაც წაგებული აქვთ ომები რუსეთთან და ალბათ დაავიწყდათ ისტორიული გაკვეთილები
11 თებერვალი 2016 18:03
#2   jorj
      
ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!!!!!
11 თებერვალი 2016 12:57
#1   ლევანი
      
ვაი ვაი ეს რუსეთუმეები რა მომრავლდენ თქვენი შუბა დავხიე რო რამე გერმანია და საფრანგეთი არც ჭირდება აშშ-ს ისე ვერ დაათმობინებს რუსეთს სირიას რუსეთს ყავს მრავალრიცხოვანი ჯარი მარა ამორტიზირებული ტექნიკა და ამერიკას საშუალოდ რომ ავიღოთ ამერიკის 1 ჯარისკაცი რუსეთის მინიმუმ 10 ჯარისკაცს უდრის ისეა შეიარაღებული რუსეთი კუნთებს ათამაშებს ატომური იარაღით თორე რაჩემიფეხები არი ეგ თქვენი რუსეთი ხო ახლა ამერიკის მონობაში რო არ დამდოთბრალი აქვე გეტყვით ამერიკის დედაც და რუსეთისაც ასერომ გაუმარჯოს საქართველოს და ძირს ყველა მეტრაკე მოღლატე !!!
11 თებერვალი 2016 11:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი