საქართველოს საპატრიარქო თბილისის საკრებულოსა და გამგეობების ხელმძღვანელ პირებს მიმართავს
18-04-2014, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქო თბილისის საკრებულოსა და გამგეობების ხელმძღვანელ პირებს მიმართავს, რომ ეკლესიებისთვის 10 000 ლარის დარიცხვა მხოლოდ საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

"მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ა.წ 14 აპრილს თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ადგილობრივ რაიონულ გამგეობებში შეტანილი თხოვნის შემთხვევაში გადაეცემათ 10 000 ლარი (იგივე ეხებათ სხვა კონფესიებსაც) და რომ ეს ქმედება შეთანხმებულია საპატრიარქოსთან. როგორც დავადგინეთ, საუბარი შედგა საპატრიარქოს თანამშრომელთან, რომელსაც არ ჰქონდა უფლებამოსილება გადაწყვეტილების მიღებისა. ამასთან აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ იმ ეკლესიებმა, რომლებიც აღნიშნულ თანხას მიიღებენ, მხოლოდ საქველმოქმედო მიზნით გამოიყენონ იგი. აქედან გამომდინარე, ვთხოვთ ადგილობრივი გამგეობის ხელმძღვანელებს და თბილისის საკრებულოს, ამა თუ იმ ეკლესიაზე ფულის გადარიცხვა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათთვის წარდგენილ თხოვნას თანდართული ექნება საქართველოს საპატრიარქოდან დამოწმებული და მოწონებული პროექტი საქველმოქმედო ღონისძიებებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა არ გასცენ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი