უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა თანამდებობა დატოვა. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ გვერდზე რადას დეპუტატი, პროშენკოს ბლოკიდან მუსტაფა ნაიემი წერს.
მისი თქმით, განცხადება შოკინმა ჯერ კიდევ დილით დაწერა. ეს ინფორმაცია უკრაინულ მედიას გენერალურ პროკურატურაშიც დაუადასტურეს.
გენერალური პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა პეტრო პოროშენკოს მოწოდება როგორც შოკინის, ისე არსენი იაცენიუკის მისამართით.
სააგენტო "ლიგა" წერს, რომ პოროშენკოს მოსაზრებით, უკრაინის მთავრობამ ბევრი შეცდომა ჩაიდინა.
პოროშენკოს თქმით, ის უმაღლესი რადის დათხოვნის უფლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.