დონბასში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, უკრაინელმა ძალოვნებმა გუშინ 500-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
სპეცოპერაციის შედეგად ათასზე მეტი ტერორისტი დაიჭრა. ამასთან, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, სამი უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა, 50 კი, დაიჭრა.
უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ტურჩინოვის განცხადებით, რამდენიმე ასეული ტერორისტის განადგურება უახლოეს მომავალში იმის პერსპექტივას ქმნის, რომ ცენტრალური დონბასი მთლიანად გაიწმინდება ტერორისტებისგან.
ამასთან, დონბასში ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია გუშინ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.