ივანე კიღურაძე: ცოტა ნაადრევი ხომ არ არის, მესამე კლასის ბავშვისთვის ბავშვის უფლებებზე საუბარი?
29-02-2016, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცოტა ნაადრევი ხომ არ არის, მესამე კლასის ბავშვისთვის ბავშვის უფლებებზე საუბარი?, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ განაცხადა. მას მიაჩნია, რომ იმ თემებზე, რაც საგანში "მე და საზოგადოება" არის ასახული, კლასგარეშე რეჟიმში იყოს საუბარი.


"რა მაწუხებს?! - ახალი საგანი შემოდის, რომელსაც "საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები" ჰქვია. საქმე მეცნიერების ერთ-ერთ დარგს ეხება. სად გაჩნდა და როგორ გაჩნდა ასეთი საგანი საქართველოში? როცა საზოგადოებრივ მეცნიერებებზე ვსაუბრობთ, თუკი მართლა მეცნირებაზე ვლაპარაკობთ, მაშინ ასეთი სტანდარტების შედგენაში მაღალი კლასის მეცნიერებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. ვინ მიიღო? - ამის შესახებ პასუხი ვერ მივიღე. დიდი სიამოვნებით უშუალოდ ავტორებთან ვითანამშრომლებდი, რადგან ზოგიერთი კითხვა ჩემთვის შემზარავია. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ იმ სფეროში ვიჭრებით, სადაც არ უნდა შევიჭრათ? - ბავშვისა და ოჯახის ურთიერთობაში. კვებასა და ჰიგიენას ბავშვი არ აწესრიგებს. ამას მშობლები აწესრიგებენ. ცოტა ნაადრევი ხომ არ არის, მესამე კლასის ბავშვისთვის ბავშვის უფლებებზე საუბარი?" განაცხადა ივანე კიღურაძემ.


მისივე თქმით, საგანში საუბარია იმის თაობაზე, როგორ უნდა აიღოს ბავშვმა ინტერვიუ მშობლისგან, როგორ შექმნას პლაკატი და როგორ უნდა დაწეროს მოთხობა და ესსე.


"მითხარით, რამდენი მასწავლებელი გყავთ, რომელმაც იცის, ესსე რა არის?! თავის დროზე, 50-იან წლებში, ამბავი ატყდა, როცა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ საქართველოში ესსე-ს ჟანრი მან შემოიტანა. მას ოთარ ჯინორიამ რა უპასუხა, მახსოვს. გაშლილ გეგმას თუ წაიკითხავთ, იმდენი ესსე და მოთხრობა უნდა დაიწეროს, რამდენიც საქართველოში არ დაწერილა. როგორ ფიქრობთ, პასუხისმგებლობის მქონე ბავშვისთვის ზედმეტი ტვირთი ხომ არ იქნება? - ეს მოუხელთებელი რაღაცაა. ეს ხომ ერთმა მასწავლებელმა უნდა ასწავლოს? - ეს ერთი მასწავლებელი კარგი იურისტიც უნდა იყოს, რომ უფლებებზე ისაუბროს, ხელოვნებათმცოდნეც, რეჟისორიც, ჟურნალისტიც უნდა იყოს, ისევე როგორც ლიტერატორი. სად გვყავს, ასეთი მასწავლებლები და გადამზადება, როგორ მოხდება? ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, ილუზიას ხომ არ შევუქმნით ბავშვებს, რომ მათ რაღაცას ვასწავლით და სინამდვილეში არაფერს ვასწავლით? - კითხვებს რომ წაიკითხავთ, ეს სიყალბე ამოტივტივდება. როგორ მოხერხდება სკოლაში, რომ ბავშვს ისტორიული კანონზომიერების უნარი გამოვუმუშაოთ? - ნეტა, ასეთი ორი-სამი ისტორიკოსი გვყავდეს, რომელსაც ისტორიული კანონზომიერების დადგენა შეუძლია. ეს გენიოსების ხვედრია. აპირებთ თუ არა გაგრძელებას ამის დახვეწაზე და რამდენად მიზანშეწონილია, ასეთი საკითხის შემოღება? ხომ არ აჯობებდა, რომ ასეთ საკითხებზე კლასგარეშე მუშაობა იყოს? ნამეტანი მიჭირს მესამე კლასელი ბავშვის წარმოდგენა, რომელიც ლაპარაკობს ოჯახში რა რაოდენობის ყველი უნდა დახარჯოს, რამდენი პური... ეს ხომ არ შეუწყობს ხელს, რომ მოაზროვნე ახალგაზრდის ჩამოყალიბების ნაცვლად, რობოტი ჩამოყალიბდეს?"- განაცხადა ივანე კიღურაძემ.

 

კომენტარები: 9
#9   sano
      
როგორც ვხედავ ხალხს მესამე კლასელი ბავშვი რომელიც მხოლოდ დედის კალთას არის ამოფარებული და მეათე-მეთერთმეტე კლასელი რომელიც უკვე კაცობს და ქალობს ვერ განუსხვავებიათ და ბატონ ივანეს შეურაცყოფას აყენებს,აი ამის წინააღმდეგია ბატონი ივანე,რომ ბავშვს ეტყობოდეს ბავშვობა ხოლო მის უფლებებს მისი მშობელიც კარგად დაიცავს!
9 მარტი 2016 08:35
#8   leila
      
ბავშვს დაბადებიდან აქვს უფლებები.და იმ უფლებებს უნდა იცავდეს სახელმწიფო კანონი.ყველაფრიდან და ყველასაგან. ჩანს ესეც ნაფტალინიდააა ამოღებული.რადგან მესამე კლასის ბავშვს უფლებებს უზღუდავს.
7 მარტი 2016 08:39
#7   ხათუნა
      
ის, რომ ამ საგანში პედაგოგი არ გვყავს, გამოსავალი არ არის. თუ შეიქმნება სახელმძღვანელოები და სწავლების მეთოდოლოგია მოსწავლეთა ასაკობრივი უნარების შესაბამისად, ამ საგნის სწავლება პრობლემას არ წარმოადგენს კეთილსინდისიერი, გონებაგახსნილი, შრომისმოყვარე პედაგოგისთვის. თუ ასეთებიც არ მოგვეპოვება, მაშინ რატომ მაკარგვინებთ დროს სკოლაში მხოლოდ ატესტატის მისაღებად? ვერც იმაში დაგეთანხმებით, რომ მესამე კლასელმა ბავშვმა, ანუ 10 წლის ასაკში თავის უფლებები არ უნდა იცოდეს. სკოლაში ვიღებთ 7 წლის ბავშვებს, სრული საშუალო განათლების ატესტატს 19 წლის ახალგაზრდა იღებს, რომლის 9 კლას დამთავრებულ, 16 წლის თანატოლებს უკვე აქვთ შრომითი საქმიანობის უფლება, გარემოში ადაპტირებას იწყებენ სრულიად მოუმზადებლები. ჰიგიენაზე აღარ ვსაუბრობ, არც ოჯახურ ურთიერთობებზე, 40-45 წლის ბავშვები რომ ყავთ და ყველა ნაბიჯს უკონტროლებენ. ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა იცოდეს 10 წლის ბავშვმა, რა რაოდენობის პური ჭირდება ოჯახს? იქნებ ეს რომ არ იცოდა ჩვენმა თაობამ, იმიტომ დარჩა ძალაინ ბევრი ადამანი ქუჩაში, მევახშეების ვალების გამო ბინიდან გამოგდებული, რომ სწორად ვერ დაალაგა პრიორიტეტები? და ბოლოს, გაიხედეთ ქუჩაში, დააკვირდით ხალხს, არ გიქმნით დისკომფორტს ხეპრე ადამიანებთან ურთიერთობა? გინდათ თქვენმა შვილებმაც იმ გარემოში იცხოვრონ სადაც ფამილარულად და უცენზუროდ მიმართავენ ერთმანეთს, უადგილოდ და ხითხითებენ, უხერხულ სიტუაციებს უქმნიან აღზრდილ ადამიანებს, დასცინიან ნებისმიერი მიზეზით ან უმიზეზოდ ამოჩემების გამო? გარემო არაჯანსაღი მენტალობის გვაქვს, ამ საგნის სწავლება დახვეწილი პროგრამით აუცილებელია. კეთილი ინებოს განათლების სამინისტრომ და შეიმუშაოს ისეთი პროგრამა, რომელიც ამ ქვეყანაში მცხოვრებ არც ერთი ეროვნების და არც ერთი რელიგიის წარმომადგენლის გრძნობებს არ შელახავს და ეს აბსურდული ვიშვიში რომ საგნით გვრყვნიან და ქართველობას გვართმევენ აღარ იქნება.
3 მარტი 2016 02:01
#6   n.m.
      
ბატონ ივანეს პირველ რიგში იმაში ვეთანხმები, რომ ამ საგნის მასწავლებელი არ გვყავს. კი, ბატონო, ჩაჯდა ეს საგანი სასწავლო გეგმაში, შეიქმნა სახელმძღვანელოც, მაგრამ ვინ უნდა ასწავლოს, ამაზე გვიფიქრია? გადამზადებას რაც შეეხება, დავამატებდი, რომ პედაგოგის გადამზადება არ ნიშნავს პედაგოგის მომზადებას, ეს უკანასკნელი ბევრად რთული და ხანგრძლივი პროცესია და ტრეინიგების დონეზე არ წყდება. ამიტომ იქნებ ჯერ ამ მიმართულებით კადრების მომზადებაზე გვეფიქრა? ისე, კარგი იქნება, თუ ბატონი ივანე ხშირად მოგვაშველებდა თავის კომპეტენტურ აზრს.
2 მარტი 2016 09:12
#5   მარინე
      
სანამ თუნდაც 51% დარჩება სახარების წამკითხველი,რწმენის მქონე,ქრისტიანული სულისკვეთებით სავსე ადამიანები საქართველოში,სულიერების მხრივ საშიშროება არ გველის!....დასავლეთი მიმზიდველი იყო მანამ,სანამ ანტიადამიანური აზრების გამტარებელი საეჭვო რეპუტაციის დაჯგუფები და კლანები შეიქმნებოდა ამერიკაშიც და ამერიკისაგან დაბეჩავებულ ევროპაშიც.....მე 53 წლის ვარ...:(...7ხ8ი6დ
2 მარტი 2016 05:33
#4   ზაზა
      
უღმრთო ებრაელებმა უტოპიური კომუნიზმის კვერცხი გამოატანეს დასავლეთიდან აღმოსავლეთში გამოსაჩეკად ანტიქრისტეს მიმდევარ თანამოაზრეებს.
- იბარტყა ამ კვერცხში ჩაბუდებულმა იდეოლოგიამ და რა შედეგიც მოგვიტანა ბოლშევიზმის ქადაგებამ - ამაზე არაფერს ვიტყვი.
- დღეს ნეობოლშევიზმის ფერმად უნდათ აქციონ პოსტსაბჭოთა სივრცე და ამასაც წარმატებით ახორციელებენ, ისევ ხალხის სულიერი უმეცრების და გაუნათლებლობის ხარჯზე.
- პრობლემა ჩვენშია, ჩვენს სულიერ ჩამორჩენილობაში, რადგან აგერ უკვე საუკუნეზე მეტია "პროგრესული იდეების" ნაგავსაყრელად ვაქცევინეთ "პროდასავლურ" ვიგინდარებს ეს ქვეყანა.
2 მარტი 2016 02:37
#3  ხათუნა
      
ჩვენი შვილები თუ ჩვენ არ გავზარდეთ, სხვები გვიზრდიან,სად არის გამოსავალი...?
,
1 მარტი 2016 10:00
#2  დიანა
      
სანამ გნაცები და რესპები ბოგინობენ თანამდებობებზე,სულ ასეთი უგვანობა და სისაძაგლე იქნება ჩვენს საქართველოში :(
რაც მთავარი, მნიშვნელოვანი და მტკივნეულია ჩვენთვის,ახალგაზრდების გონების დამყაყებაზე ''მუშაობენ'' ეგ ნაძირლები!
1 მარტი 2016 08:06
#1   იოსები
      
ბავშვებს გამზრდელი.ვეფხისტყაოსანი.სტუმარ მასპინძელი.დიდოსტატის მარჯვენა.ოთარაანთ ქვრივი ასწავლეთ!საით უბიძგებთ მომავალს რას გინდათ რო მივაღწიოთ თუ ფეხზე დავუდგეთ მთელი საქართველო და ხალხმა გამოვიტანოთ საქვეყნოდ განაჩენი.თუ სქესის და ჰომოსექსუალიზმის სწავლა გინდათ თქვენ ბავშვებს ასწავლეთ ჩემს შვილებს ქართული უშლის და ტრადიციების სწავლა უნდათ.მე არ მინდა ასეთი ევროპა რომელიც სულს და ჩემს რწმენას შეურაცყობს.ვინ მოგცათ მაგის უფლება ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოთ?

თავს მიხედეთ უგმერთოებო!
29 თებერვალი 2016 23:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი