ივანე კიღურაძე: ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, ილუზიას ხომ არ შევუქმნით ბავშვებს, რომ მათ რაღაცას ვასწავლით და სინამდვილეში არაფერს ვასწავლით?
29-02-2016, 05:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, ილუზიას ხომ არ შევუქმნით ბავშვებს, რომ მათ რაღაცას ვასწავლით და სინამდვილეში არაფერს ვასწავლით? - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ განაცხადა. მისი თქმით, საგანში საუბარია იმის თაობაზე, როგორ უნდა აიღოს ბავშვმა ინტერვიუ მშობლისგან, როგორ შექმნას პლაკატი და როგორ უნდა დაწეროს მოთხობა და ესსე.


"მითხარით, რამდენი მასწავლებელი გყავთ, რომელმაც იცის, ესსე რა არის?! თავის დროზე, 50-იან წლებში, ამბავი ატყდა, როცა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ საქართველოში ესსე-ს ჟანრი მან შემოიტანა. მას ოთარ ჯინორიამ რა უპასუხა, მახსოვს. გაშლილ გეგმას თუ წაიკითხავთ, იმდენი ესსე და მოთხრობა უნდა დაიწეროს, რამდენიც საქართველოში არ დაწერილა. როგორ ფიქრობთ, პასუხისმგებლობის მქონე ბავშვისთვის ზედმეტი ტვირთი ხომ არ იქნება? - ეს მოუხელთებელი რაღაცაა. ეს ხომ ერთმა მასწავლებელმა უნდა ასწავლოს? - ეს ერთი მასწავლებელი კარგი იურისტიც უნდა იყოს, რომ უფლებებზე ისაუბროს, ხელოვნებათმცოდნეც, რეჟისორიც, ჟურნალისტიც უნდა იყოს, ისევე როგორც ლიტერატორი. სად გვყავს, ასეთი მასწავლებლები და გადამზადება, როგორ მოხდება? ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, ილუზიას ხომ არ შევუქმნით ბავშვებს, რომ მათ რაღაცას ვასწავლით და სინამდვილეში არაფერს ვასწავლით? - კითხვებს რომ წაიკითხავთ, ეს სიყალბე ამოტივტივდება. როგორ მოხერხდება სკოლაში, რომ ბავშვს ისტორიული კანონზომიერების უნარი გამოვუმუშაოთ? - ნეტა, ასეთი ორი-სამი ისტორიკოსი გვყავდეს, რომელსაც ისტორიული კანონზომიერების დადგენა შეუძლია. ეს გენიოსების ხვედრია. აპირებთ თუ არა გაგრძელებას ამის დახვეწაზე და რამდენად მიზანშეწონილია, ასეთი საკითხის შემოღება? ხომ არ აჯობებდა, რომ ასეთ საკითხებზე კლასგარეშე მუშაობა იყოს? ნამეტანი მიჭირს მესამე კლასელი ბავშვის წარმოდგენა, რომელიც ლაპარაკობს ოჯახში რა რაოდენობის ყველი უნდა დახარჯოს, რამდენი პური... ეს ხომ არ შეუწყობს ხელს, რომ მოაზროვნე ახალგაზრდის ჩამოყალიბების ნაცვლად, რობოტი ჩამოყალიბდეს?"- განაცხადა ივანე კიღურაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი