ირაკლი ალასანია: მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ უკვე ფიზიკურადაც დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ
08-08-2016, 08:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ ქართული მართლმსაჯულება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით იმართება. ალასანია არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის "არაფორმალური მმართველობის" წინააღმდეგ ბრძოლა "ფიზიკურადაც" წამოიწყოს. აღნიშნული განცხადება მან "ტვ პირველის" ეთერში "ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" პირდაპირი ჩართვისას გააკეთა. ალასანიამ აღნიშნა, რომ თავის თანამებრძოლებთან ერთად "ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილს არ დავუთმობთ".

 

 

"რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის და უკვეთავს, იგივეს იძახიან საქართველოს მოსამართლეები. ეს იქნება, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს იქნება რეალურად საბოლოო წვეთი იმაში, რომ მოვლენები გადავიდეს ახალ ფაზაში. მე მართლაც მოვუწოდებ საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ უკვე პირდაპირ დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ, ფიზიკურადაც. მე დავიწყებ ხალხის მობილიზებას და ჩემი მხარდამჭერების მობილიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებში იმიტომ, რომ ეს იქნება ბოლო წვეთი მოთმინების, რომელიც ჩვენ ყველას - დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოყვარე ხალხს საქართველოში დაეცემა, ასე ვთქვათ, ბოლო წვეთად და ჩვენ შევცვლით რეალურად ამ ხელისუფლებას, როგორც ბიძინა ივანიშვილის დანამატს. ეს გამოაჩენს კიდევ ერთხელ იმას, რომ აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოვა პრემიერ მინისტრად, ვინ მოვა ხელისუფლებაში, მთავრობაში – გამოაჩენს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად მართავს ჩვენს ქვეყანას. მე, ირაკლი ალასანია, ჩემი პარტია, თანამებრძოლები და მხარდამჭერები ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილს არ დავუთმობთ. ეს არ არის მისი საკუთარი ფირმა, ეს არის ქვეყანა, რომელიც არის ყველა ჩვენგანის და ბიძინა ივანიშვილის ადგილი პოლიტიკაში რომ არ არის, ქართულმა საზოგადოებამ გამოკითხვებშიც დაადასტურა", განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

კომენტარები: 29
#9   მაია
      
რა საცილოა,ვინ–ვინ და,კულინარების ამბები რომ ჩაუფარცხეს და მამამისის ძალისხმევით საელჩოში წაიყვანეს ციხის მაგივრად,დღეს რა დიდ გულზეა ეს სუბიექტი,რა გაცხარებული იმუქრება,ასეთი სიცხარე თავისი ცოლისდის მიმართ რომ გამოევლინა თავის დროზე,დღეს ასე თავმოჭრილი არ იქნებოდა!
9 აგვისტო 2016 05:49
#8   ქოჩუა მერაბი
      
ნაძირალაა ალასანია, როგორც ივანიშვილი! ორივეს ქვეყნისა და ხალხის წინაშე აქვს უმძიმესი დანაშაული ჩადენილი, რომელიც ტოლფასია ერის გენოციდის და სხვა მრავალი ერთობლივი პროექტებით! ივანიშვილი, ასე, თუ ისე ჯერ–ჯერობით ინარჩუნებს პოზიციებს, ეს თამაშგარეა ყველა შემთხვევაში და მეტი გზა არა აქვს, თუ არ აშანტაჟა ყველა, რაზეც მასალების მოპოვებაც არ გაუჭირდებოდა?! მთავთრი ამაში მაინც ის არის, რომ ხალხის აზრი, თუ მისწრაფება ამათში ტოლფასია 0–ის! აჯანყება კი არა ტოლმა! სადაა აქვთ ამის ტ...ი, როგორც კი ამის მაგვარი რამე მოხდება და ეგრევე გამოჩიდება ქართველების დამცველი, რისიც ეშინიათ, თორემ აქამდე კატოკივით გადაგვლიდნენ, მარტო იმაზე, რომ ვსუნთქავთ და ნახშიროჟანგს გამოვყოფთ მათ საზიანოდ?!
9 აგვისტო 2016 05:46
#7   ბ. დ.
      
მიკვირს ასე ძაან რამ გააცოფა ალასანია. ბავშვს, რომ ქურდობაზე წაისწრებ ისე ხომ არაა. იქნებ მართლაც დიდი ფულია გაკეთებული კაბელების საქმეში და რომ არ გამოაშკარავდეს სინამდვილე მიტომ ფოფრავს ირაკლი?
9 აგვისტო 2016 04:55
#6   თორნიკე
      
მაედანი არ გაგივათ ბანძ-ს
8 აგვისტო 2016 14:38
#5  თ. ლ.
      
შენ და შენნაირებმა მოიყვანეთ და ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ფიზიკურად? როგორც მოათრიეთ, ისე წააათრიეთ და გაქრით ამ ქვეყნიდან.
8 აგვისტო 2016 13:54
#4   ნ.კ
      
თქვენ მოიყვანეთ ეს ხელისუფელა, ეხლა გინდა თავი შეაკალით, გინდა გაუწექით. მე სეირს ვუყურებ.
8 აგვისტო 2016 13:31
#3   ქეთევან ბოტკოველი
      
საოცარია, რომ "პასუხისმგებლიანი" პოლიტიკოსი ფიზიკური ბრძოლისკენ მოგვიწოდებს. და რა უნდა მოვიმოქმედოთ ბატონო ჩემო, რომ თქვენი არაჯანმრთელი ამბიციები დავაკმაყოფილოთ. გრცხვენოდეთ..... იყო დრო რომ კაცი გვეგონეთ.
8 აგვისტო 2016 12:38
#2   Gela
      
ციტატა: მაია
ფიზიკურმა ბრძოლამ სადამდეც მიგვიყვანა 90 იან წლებში კი ვიცით.არეულობა და ანარქია აწყობს ქვეყნის მტრებს, რომლებიც საკუთარი ხეირისთვის მზად არიან სხვა გაწირონ.

90-იან წლებში ეროვნულ მთავრობას ებრძოდა რუსეთი, თქვენ უფრო სწორი იქნებოდით დღევანდელი სიტუაცია 89 წლისთვის შეგედარებინათ
8 აგვისტო 2016 12:07
#1   მაია
      
ფიზიკურმა ბრძოლამ სადამდეც მიგვიყვანა 90 იან წლებში კი ვიცით.არეულობა და ანარქია აწყობს ქვეყნის მტრებს, რომლებიც საკუთარი ხეირისთვის მზად არიან სხვა გაწირონ.
8 აგვისტო 2016 11:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი