ანტიკური რომის ქანდაკება: შოკისმომგვრელი ძველი დროება
03-01-2014, 22:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რომაელებს ძალადობითა და სექსით სავსე ხელოვნება უყვარდათ. მაგრამ იქ სადაც თანამედროვენი უხამსობასა და ძალადობას ხედავენ, ანტიკური თვალები შესაძლოა განსხვავებულ რამეებს აღიქვამდნენ, წერს ალასტარ სუკი.


რომაელებს ძალადობითა და სექსით სავსე ხელოვნება უყვარდათ. მაგრამ იქ სადაც თანამედროვენი უხამსობასა და ძალადობას ხედავენ, ანტიკური თვალები შესაძლოა განსხვავებულ რამეებს აღიქვამდნენ, წერს ალასტარ სუკი.


მე-18 საუკუნეში, როცა პომპეი და ჰერკულანიუმი ხელახლა იქნა აღმოჩენილი, არქეოლოგობა ნეტარება უნდა ყოფილიყო. მოდი ავიღოთ პაპურის ვილა ჰერკულანიუმთან. მხოლოდ ამ ადგილას 1750-1761 წლებს შორის 85 ქანდაკება აღმოაჩინეს.


მაგრამ ამ ეპოქაში არქეოლოგობა შესაძლოა უხერხულიც ყოფილიყო. წარმოიდგინეთ რა შეგრძნება შეიძლება დაუფლებოდათ არქეოლოგებს, მაგალითად 1752 წელს, როცა მიწიდან ამოიღებდნენ იტალიური მარმარილოსაგან შექმნილ ყველაზე ცნობილ ქანდაკებას, რომელზეც კერპთაყვანისმცემლობის ეპოქის ერთ-ერთი ღმერთი, პანი, თხასთან სიყვარულით ტკბობის მომენტში იყო აღბეჭდილი. თავისი მარჯვენა ხელით პანს ხელთ უპყრია თხის წვერები, მძლავრად მიიწევს მისი თავისაკენ, ისე რომ შეძლოს ღრმად ჩააშტერდეს მის თვალებს.


მე-18 საუკუნეში ჰერკულანიუმისა და პომპეის ქანდაკებების უმრავლესობის არამსგავსად, აღნიშნული ქანდაკება, პანისა და თხის სექსუალური აქტი, საზოგადოებისთვის დაფარული იყო და მხოლოდ მონარქების ნებართვით იყო შესაძლებელი მისი ხილვა.


ამჟამად პანისა და თხის ქანდაკება ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმის "საიდუმლო კაბინეტში" ანტიკური რომის ხელოვნების სხვა ეროტიკულ ნიმუშებთან ერთადაა დაცული. ქანდაკება ამ დროისთვის ლონდონში ბრიტანეთის მუზეუმის მთავარ საგამოფენო ცენტრშია გამოფენილი. კეთილგონივრული წარწერა კი მნახველებს აფრთხილებს, რომ გამოფენა "სექსუალურად მკაფიო მასალებს შეიცავს".

 

როგორც პანისა და თხის ქანდაკება ადასტურებს, სექსით, ისევე როგორც ძალადობით, რომაული ხელოვნება მძლავრად იყო გაჟღენთილი. წელიწადნახევრის წინათ ბიბისის დოკუმენტურ ფილმზე, ანტიკური რომის საგანძურები, მუშაობისას პომპეის ვესტუმრე. მაშინ როცა სრულებით არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ქალაქის საროსკიპო სექსუალურად მკაფიო ფრესკებით იყო მოხატული, ნამდვილად უცნაურად მომეჩვენა ის, რომ ძალიან ბევრი შენობა გაწყობილი იყო თეფშებით, რაზეც გამოსახული იყო ერექციულ (გამაგრებულ) მდგომარეობაში მყოფი ფალოსები.


ადრეულ წლებში მიიჩნევდნენ, რომ ფალოსები საროსკიპოებისაკენ გზის მიმანიშნებლად იყო გაკეთებული (12 000 ადამიანისაგან დასახლებულ ქალაქში სულ 35 საროსკიპო ფუნქციონირებდა), მაგრამ მეცნიერთა უმრავლესობა ამჟამად თვლის, რომ ფალოსი ავგაროზის როლის შემსრულებელი იყო, ვიდრე საროსკიპოებისაკენ გზისმკვლევი და ის ბოროტი ძალების ამრეკლავად მოიაზრებოდა.


პანისა და თხის სიყვარულის ამსახველი ქანდაკება წარსულის სიბნელესა და გაურკვევლობაში გვძირავს და განვლილ ორ ათასწლეულთან უზარმაზარ უფსკრულს გვიტოვებს. ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ სრულად გავიგოთ ის, თუ რას ნიშნავდა ამგვარი ქანდაკება რომაელებისათვის და ის, თუ რა რეაქცია ჰქონდათ მისი ხილვისას მათ. იქ, სადაც ჩვენ უხამსობასა და გაუპატიურებას ვხედავთ, შესაძლოა რომაელები კომედიას ანდა სულაც სინაზეს ხედავდნენ. ის რაც ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ მათი დამოკიდებულება სექსისა და ძალადობისადმი ძირეულად განსხვავდებოდა ჩვენი დამოკიდებულებისაგან იგივესადმი.

 

 

 

 


სრული ტექსტი ინგლისურად და ფოტოები იხილეთ bbc.com -ის შემდეგ ბმულზე:

http://www.bbc.com/culture/story/20130419-the-shock-of-the-old   

კომენტარები: 30
#10   Mohammad
      
Hello! I could have sworn I've been to this blog before but after browsing through some of the post I realized it's new to
me. Nonetheless, I'm definitely glad I found it and I'll be bookmarking and
checking back frequently!

Review my blog post; Prince
1 ნოემბერი 2021 12:54
#9   Sallie
      
Transtorno do PânicoSe caracteriza pela eventualidade espontânea com ataques de horror.


Feel free to visit my blog: dieta low carb para emagrecer www.blurb.com - Coral,
1 ნოემბერი 2021 11:45
#8   Freya
      
hello there and thank you for your info – I have certainly picked up anything new from right
here. I did however expertise a few technical issues using this website, as I experienced to
reload the web site many times previous to I could get it to load properly.
I had been wondering if your hosting is OK?
Not that I'm complaining, but slow loading instances times will often affect your placement in google and
could damage your high quality score if advertising and marketing with Adwords.
Anyway I am adding this RSS to my e-mail and can look out for much more of your respective fascinating
content. Make sure you update this again very soon.

Take a look at my blog post: progenixnc.com
1 ნოემბერი 2021 08:14
#7   Nicole
      
Hi there very nice website!! Guy .. Excellent ..
Wonderful .. I will bookmark your website and take the feeds
additionally? I am happy to find a lot of
useful info here in the put up, we need work out more techniques
in this regard, thank you for sharing. . . . . .

Feel free to visit my web-site :: images3.org
1 ნოემბერი 2021 08:05
#6   Dann
      
Very nice blog post. I certainly love this site. Stick with it!


Feel free to surf to my page; christinamaury.com
1 ნოემბერი 2021 06:06
#5   Mckenzie
      
Hey! I know this is kind of off-topic but I had
to ask. Does operating a well-established website like yours
require a lot of work? I am brand new to operating
a blog but I do write in my journal daily. I'd like to start a blog so I can easily share my experience
and feelings online. Please let me know
if you have any suggestions or tips for brand new aspiring blog
owners. Appreciate it!

Look at my web site myas-salon.com
1 ნოემბერი 2021 05:57
#4   Francine
      
Thanks for the marvelous posting! I definitely enjoyed reading it, you could
be a great author. I will remember to bookmark your blog and definitely will
come back at some point. I want to encourage you to definitely continue your great
writing, have a nice evening!

Feel free to surf to my web blog - Aleida
1 ნოემბერი 2021 05:41
#3   Rosaura
      
Every weekend i used to pay a quick visit this web page, because i want
enjoyment, since this this web page conations genuinely good funny data too.


Check out my website; Mona
30 ოქტომბერი 2021 03:52
#2   ნინი
      
კარგია ყოჩაღ!!!

უფრო მეტიც შეიძლება ძველ ანტიკურ ხანაზე love
2 დეკემბერი 2015 11:03
#1   mary
      
ასეთი სცენის ამსახველი ქანდაკებებით სავსეა კიპროსი,მინოსი, რომაელებმა ეს უზნეობა ბერძნებისგან გადაიღეს რომლებსაც ეს მემკვიდრეობა კრეტოსიდან ერგო გავიხსენოთ მინოტავრი კენტავრი და ა.შ

ასეთი სცენის ამსახველი ქანდაკებებით სავსეა კიპროსი, მინოსი, რომალელებმა ეს უზნეობა ბერძნებისგან გადაიღეს რომლებსაც ეს მემკვიდრეობა კრეტოსიდან ერგო. გავიხსენოთ მინოტავრი კენტავრი
27 მაი 2014 02:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი