მიხეილ ნინუა: „საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ მისიები გადაერთნენ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და დღეის მდგომარეობით დახმარება გაეწია 5238 მოქალაქეს“
14-04-2020, 18:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას განცხადებით, საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახლავთ, რა მიზნითაც სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე გადაერთნენ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


მიხეილ ნინუამ იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც საგარეო უწყებამ საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით,  ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელების პერიოდში განახორციელა. მისი თქმით, გამოიკვეთა ორი ძირითადი მიზანი: უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე და მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.

 


„შემუშავდა სპეციალური კრიტერიუმები და განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ შემდეგ ჯგუფებს: შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს; ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვნებს; არასრულწლოვნებს; ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული); სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს,“ - აღნიშნა ნინუამ.

 


მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი უმძიმესი და მოულოდნელი გამოწვევების წინაშე აღმოჩდა, რაც ნეგატიურად აისახება როგორც მათ ფინანსურ, ისე მორალურ მდგომარეობაზე. მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგელები ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად ახორხიელებენ.

 


„ხდება მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ადგილზე, საელჩოების მიერ საცხოვრებელი ფართების  დაქირავება; საკვების/წყლის და სხვა აუცილებელი საჭიროებების (ჰიგიენური, სამედიცინო) დროული მიწოდება. განსაკუთრებული საჭიროებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ასევე, სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის ხელშეწყობა. ადგილზე, სამედიცინო მომსახურების შეზღუდული წვდომის გამო, ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობით დავაფუძნეთ ონ-ლაინ სამედიცინო კონსულტაციების პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ რეჟიმში იღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ექიმი-ინფექციონისტებისაგან (აღნიშნულს - პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად - მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მოქალაქეების მორალური მხარდაჭერის კუთხითაც). ექიმების ონ-ლაინ კონსულტაციები ჩატარდა: აშშ, ბრიტანეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის.“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 


მიხეილ ნინუას ინფორმაციით, დღეისათვის დახმარება 5238 მოქალაქეს გაეწია და შემუშავდა ე.წ. სასურსათო ვაუჩერის დარიგების მექანიზმი, რომელშიც კომპანია SPAR-მა მიიღო მონაწილეობა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 62 ათასამდე საქართველოს მოქალაქე.  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დღეისათვის კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 92  მოქალაქეა ინფიცირებული, 9 კი გარდაცვლილი.

 


„უმრავლეს შემთხვევებში სახეზე გვაქვს დაავადების მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე ფორმები. აღნიშნული სტატისტიკა არაა ზუსტი, რამდენადაც მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ამხელს საკუთარ მდგომარეობას (ან არ აწვდის ინფორმაციას საკონსულო სამსახურებს),“ - აღნიშნა ნინუამ.

 

კომენტარები: 26
#6   Darbi
      
Have you ever thought about creating an ebook
or guest authoring on other blogs? I have a blog based upon on the same subjects you discuss
and would love to have you share some stories/information. I know my subscribers would appreciate your work.
If you're even remotely interested, feel free to shoot me an e-mail.


My blog: Ronit
16 იანვარი 2024 04:43
#5   Honorio
      
Hi there mates, how is everything, and what you wish for to say about this paragraph, in my view its actually remarkable designed
for me.

My web-site ... Tanesia
15 იანვარი 2024 19:07
#4   Demonta
      
When someone writes an piece of writing he/she keeps the plan of a
user in his/her mind that how a user can understand it. Thus that's why this piece of writing is perfect.
Thanks!

Here is my blog; Floyd
15 იანვარი 2024 19:06
#3   Twanisha
      
Thanks very interesting blog!

Feel free to visit my blog: Meisha
15 იანვარი 2024 19:04
#2   Kierstan
      
What's Happening i am new to this, I stumbled upon this I have found
It absolutely useful and it has helped me out loads.
I hope to give a contribution & help different users
like its helped me. Good job.

My page Randie
15 იანვარი 2024 19:02
#1   Londell
      
It's nearly impossible to find educated people in this particular subject, however, you sound like you know
what you're talking about! Thanks

my web page: Santana
15 იანვარი 2024 18:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი