ლაშა ჩხვიმიანი: ის დიდი რეჟისორები ისე დაპატარავდნენ ქალბატონ მინისტრთან, ისეთი მლიქვნელები იყვნენ, გულისრევის შეგრძნება მქონდა... თავგამოდებული მეხოტბე უნდა იყო, მლიქვნელი უნდა იყო და ასეთებს იტოვებენ მხოლოდ
09-02-2022, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავგამოდებული მეხოტბე უნდა იყო, დაბადების დღეებს ულოცავდე თეატრის ფეისბუქ გვერდიდან, მლიქვნელი უნდა იყო და ასეთებს იტოვებენ მხოლოდ, ასეთები რჩებიან მათთან. ერთადერთხელ მომიწია სამხატვრო ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე სამინისტროში დასწრება და ის ადამიანები, ვისაც სტუდენტობისას ავტორიტეტებად ვთვლიდი, ის დიდი რეჟისორები ისე დაპატარავდნენ ქალბატონ მინისტრთან, ისეთი მლიქვნელები იყვნენ, გულისრევის შეგრძნება მქონდა. მიხარია, რომ აღარ მომიწევს ასეთ შეხვედრაზე დასწრება, - ამის შესახებ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ჩხვიმიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

 

 

ლაშა ჩხვიმიანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ დმანისის თეატრში თვენახევრის წინ გამოცხადებული კონკურსი, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა 4-წლიანი გეგმით, ჩაიშალა და კულტურის მინისტრის ბრძანებით, უკონკურსოდ, გიორგი სიხარულიძე დაინიშნა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 

 

„როცა კონკურსში იღებ მონაწილეობას, თავიდანვე უშვებ იმას, რომ შეიძლება არ გაიმარჯვო და მზად ხარ ამისთვის.

 

 

მეტიც - ყველაზე მეტად კონკურსანტთა სიმრავლე გამახარებდა და ჩემსავე პლუსად ჩავთვლიდი, რომ ერთ დროს უინტერესო დმანისის თეატრი ახლა ასეთი მიმზიდველი გახდა (და ეს ასეც არის, როცა დმანისის თეატრმა გამოაცხადა კონკურსი რეჟისორის შესარჩევად 18 განაცხადი იყო შემოსული, სამინისტროს კონკურსში კი ხედავთ თქვენც... ეს მარტო მეტყველებს ყველაფერზე).

 


და კიდევ უფრო მეტიც, წარმოდგენილი მქონდა, როგორი სიხარულით დავხვდებოდი გამარჯვებულ კანდიდატს, გადავეხვეოდი, მივულოცავდი, გავუზიარებდი გამოცდილებას და როგორც განვითარებულ ქვეყნებში ხდება წარმატებას ვუსურვებდი დმანისელი ხალხის მსახურებაში.

 


მაგრამ რად გინდა, სადღაა ქვეყანა და ისიც განვითარებული?!

 


ოხ, როგორ მეზარება ამ პოსტის წერა! როგორ არ მინდოდა ასე მომხდარიყო! როგორ არ მინდოდა უსამართლობაზე მეწუწუნა! მეტირა, რომ არ ამირჩიეს, დამჩაგრეს და რავიცი... მაგრამ!

 


დღეს ჩაიშალა დმანისის თეატრში თვენახევრისწინ გამოცხადებული კონკურსი, სადაც მონაწილეობას ვიღებდი ჩემი 4-წლიანი გეგმით, ჩაიშალა და დღესვე მინისტრის ბრძანებით უკონკურსოდ ბ.ნ. გ. სიხარულიძე დაინიშნა (და დაევალა 1 აპრილამდე თეატრის განვითარების 4 წლიანი გეგმის წარდგენა).

 


რატომ აცხადებ კონკურსს, თუ უკონკურსოდ გინდა ვინმეს დანიშვნა?? მერე პასუხზე უსაშველოდ რატომ მალოდინებ? რატომ მაკარგინებ ცხოვრების 40 დღეს, იქნებ სხვა რაღაც მინდა დავგეგმო. და რატომ ნიშნავ ასე ხელოვნურად, ადამიანს ვისაც არც კი დასიზმრებია დმანისის თეატრში ხელმძღვანელობა. თან ნიშნავ და მხოლოდ ამის მერე სთხოვ წარმოგიდგინოს 4-წლიანი სამოქმედო გეგმა. რატომ? რატომ? ახლა უნდა ადგეს ბ.ნ. სიხარულიძე, დაჯდეს, იფიქროს დმანისზე, დაწეროს რაღაც და ფორმალურად წარმოგიდგინოთ... რომ არ მოგეწონოთ მისი სამოქმედო გეგმა - თქვენ დააწერინებთ? მოხსნით? აბსურდი! და უფრო აბსურდი, რომ ეს ალოგიკურობა მინისტრისვე შედგენილი კანონით გამართლებულია.

 


მიტოვებულია დმანისის თეატრი სახელმწიფოს მხრიდანო, თვითონვე წერს სამინისტრო პოსტში, უნდა დავეხმაროთ ფინანსურადო და ახალი ბიუჯეტის სამართავად უფრო გამოცდილი კადრი ჯობსო, ეს ერთადერთი არგუმენტია მოყვანილი ამ აბსურდის გასამართლებლად და ვინ არის გამოცდილი კადრი და ვინ იცის თანხის მიზნობრივი ხარჯვა?? 1 175 815-ლარიანი ბიუჯეტით 1 პრემიერას რომ მართავს თეატრში ის?? დიახ, ეს თუმანიშვილის თეატრის 2019 წლის სტატისტიკაა, რომელსაც გასული ოთხი წელი ხელმძღვანელობდა ბ.ნ. სიხარულიძე... და გამოუცდელები ვართ ჩვენ? 1 სპექტაკლის თანხით (30 000 ლარით), 3 თანამშრომლით, შენობის გარეშე, აპარატურის გარეშე რომ მივათრევდით დმანისის თეატრს წლიდან წლამდე და როგორ, იმას შეგიძლიათ ამ ლინკზე გადახედოთ: https://www.facebook.com/dmanisitheatre/videos/1129793531157599 

 

 

ასეა, დასაჯეს ბ.ნ. გიორგი ცუდი სამხატვრო ხელმძღვანელობისთვის, ჩამოაქვეითეს დმანისის თეატრში და დასაჯეს დმანისელები!

 


როგორც კონკურსანტი, აქამდე ჩუმად ვიყავი, შეიძლება ბევრს ცუდადაც გენიშნათ ეს ჩემი დუმილი, როცა ამდენი უსამართლობა ხდება ირგვლივ, მაგრამ პრინციპულად ვიყავი ჩუმად (რისიც მრცხვენია ახლა), მინდოდა უარის მიზეზად ჩემი კრიტიკული აქტიურობაც გამომერიცხა და აი გამოვრიცხავ კიდეც, არაფერი არ მიკადრებია სამინისტროსთვის ღმერთმანი, მაგრამ აბა რა, რა უნდათ?? რატომ?? გორის თეატრის მერე ცოტა შეშინდნენ და სადაც ჩაშალეს კონკურსი ყველგან ერთი ფრაზა მაინც დაწერეს მიზეზად. რატომ არ შეიძლება ადამიანურად გვაღირსონ პასუხი, რას ვითხოვთ ასეთს??? რატომ და ალბათ ჩემი დუმილი არ იყო საკმარისი, მათი თავგამოდებული მეხოტბე უნდა იყო, დაბადების დღეებს ულოცავდე თეატრის ფეისბუქ გვერდიდან, მლიქვნელი უნდა იყო და ასეთებს იტოვებენ მხოლოდ, ასეთები რჩებიან მათთან. ერთადერთხელ მომიწია სამხატვრო ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე სამინისტროში დასწრება და ის ადამიანები ვისაც სტუდენტობისას ავტორიტეტებად ვთვლიდი, ის დიდი რეჟისორები ისე დაპატარავდნენ ქალბატონ მინისტრთან, ისეთი მლიქვნელები იყვნენ გულისრევის შეგრძნება მქონდა. მიხარია, რომ აღარ მომიწევს ასეთ შეხვედრაზე დასწრება.

 


თქვენთვის კი ბ.ნ. გიორგი, ვასაჯაროვებ დმანისის თეატრის განვითარების ჩემს 4-წლიან გეგმას, მზადების პროცესში ხართ და ბევრი რომ არ იწვალოთ... გიწვევთ, რომ 1 აპრილს თქვენი გეგმებიც გაასაჯაროვოთ, ბოლოს და ბოლოს ხალხი გიფინანსებთ მაგ გეგმების განხორციელებას და არა მინისტრი...

 

 

მე კი აქა ვარ, დმანისში და თვალყურს გადევნებთ ეს 4 წელი! აბა თქვენ იცით, აწეული თამასა არ დაგვიგდოთ!

 


სიყვარულით დმანისის თეატრის ერთგული მაყურებელი!“ - წერს ლაშა ჩხვიმიანი.

 

კომენტარები: 21
#1   Lucas
      
Hmm it appears like your website ate my first comment (it was extremely
long) so I guess I'll just sum it up what I wrote and say,
I'm thoroughly enjoying your blog. I as well am an aspiring blog writer but I'm still new to the whole thing.
Do you have any helpful hints for rookie blog writers?
I'd certainly appreciate it.

Have a look at my site - 웹하드순위
15 თებერვალი 2022 21:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი