რუსეთიდან გადმორიცხვები 300 პროცენტითაა გაზრდილი. ეს ძირითადად ალბათ რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული რუსეთის მოქალაქეებისათვის (დაახლოებით 40 ათასი კაცი) გადმორიცხული ფულია. ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.
„უცხოეთიდან სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობამ აპრილის თვეში არნახულ მასშტაბს მიაღწია. ეს 114 მილიონი დოლარით მეტია 2021 წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან შედარებით და 115 მილიონი დოლარით მეტია მიმდინარე წლის მარტის თვესთან შედარებით. რუსეთიდან გადმორიცხვები სულაც 300 პროცენტითაა გაზრდილი. ეს ძირითადად ალბათ რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული რუსეთის მოქალაქეებისათვის (დაახლოებით 40 ათასი კაცი) გადმორიცხული ფულია (სწრაფი გზავნილები არაა აკრძალული), ნაწილობრივ კი ჩვენი თანამემამულეების მიერ სანქციების შიშით წინმსწრებად დამატებით გადმორიცხული თანხებია. ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა“, - მიიჩნევს რომან გოცირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.