იოჰან ვოლფგანგ გოეთეს გამონათქვამები
01-02-2012, 17:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


იოჰან ვოლფგანგ გოეთე (28 აგვისტო 1749 – 22 მარტი 1832)

 


იოჰან ვოლფგანგ გოეთე (28 აგვისტო 1749 – 22 მარტი 1832) დიდი გერმანელი მწერალი გახლდათ. მისი მოღვაწეობის სფერო ძალზე მრავალფეროვანია. მან თავი გამოიჩინა პოეზიის, პროზის, დრამატურგიის, ფილოსოფიის, პანთეიზმისა (რელიგიურ-ფილოსოფიური დოქტრინა) და მეცნიერების დარგებში. მისი ყველაზე გახმაურებული ნაწარმოები და მსოფლიო ლიტერატურის მწვერვალია ფაუსტი, ორნაწილიანი დრამა.

 


გოეთე მე-18 საუკუნის მიწურულისა და მე-19 საუკუნის დასაწყისის გერმანული ლიტერატურისა და ვაიმარული კლასიცისტური მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ. მას ეკუთვნის მეცნიერული ნაშრომი „ფერთა თეორია“. ასევე დიდია მისი გავლენა გერმანულ ფილოსოფიაზე. მოგვიანებით მისი გავლენა მთელ ევროპაზე გავრცელდა და მისი ნაშრომები მთავარი შთაგონების წყარო იყო მუსიკის, დრამატურგიის, პოეზიისა და ფილოსოფიის სფეროებში.

 

 

გოეთეს მამა, იოჰან კასპარ გოეთე, თავის დიდ ოჯახთან ერთად ფრანკფურტში დიდ სახლში ცხოვრობდა. გოეთეს დედა, კატერინა ელიზაბეტ ტექსტორი, რომელიც ფრანკფურტის მერის, ჯოან ვოლფგანგ ტექსტორის ქალიშვილი გახლდათ, 17 წლის იყო, როცა 38 წლის იოჰან კასპარზე დაქორწინდა. მათი ყველა შვილი, მომავალი მწერლისა და მისი დის კორნელიას გარდა, ყველანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ. ჯოან კასპარი და კერძოდ დაქირავებული პედაგოგები გოეთეს იმ დროისთვის გავრცელებულ ყველა საგანში ამეცადინებდნენ, თუმცა კი განსაკუთრებულად გაძლიერებულად ენებში, ლათინურ, ბერძნულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებში. მამას უნდოდა მის შვილებს ღრმა განათლება და ყველა ის უპირატესობა მიეღოთ განათლების სფეროში, რაც თავად მას აკლდა.

 


გოეთე ლაიპციგში 1765-1768 წლებში იურისპრუდენციას სწავლობდა. რადგანაც სწავლაში მას პროგრესი არ ჰქონია, იგი იძულებული გახდა 1768 წელს ფრანკფურტში დაბრუნებულიყო. ფრანკფურტში იგი მძიმედ ავად შეიქმნა, ამავე წელს მას მამასთან ურთიერთობებიც გაუფუჭდა. მის მოსარჩენად დედამ და დამ ყველაფერი გააკეთეს. ავადმყოფობისას მოწყენილობისაგან მან კადნიერი კრიმინალური კომედია დაწერა. 1770 წელს მამამ შვილის უსაქმურობის გამო მოთმინება დაკარგა და გოეთე იძულებული გახდა სწავლის გასაგრძელებლად სტრასბურგში გამგაზავრებულიყო. 1771 წელს იგი ისევ ფრანკფურტში დაბრუნდა და მოსამრთელობას შეუდგა. მას სასამართლო სისტემის უფრო გაჰუმანურება სურდა. თუმცა მოსამართლის კარიერაზე მას რამდენიმე თვეში ნაადრევად უარის თქმა მოუხდა. იგი ისევ ლიტერატურული გეგემების განხორციელებას შეუდგა და სახელგანთქმული მწერალიც გახდა.

 


გოეთე 1832 წელს ვაიმარში გარდაიცვალა. იგი ვაიმარის ისტორიულ სასაფლაოზეა დაკრძალული.

 


იოჰან ვოლფგანგ გოეთეს გამონათქვამები

 

 

ყველაფერი ამ ქვეყნად მხოლოდ წუთიერი და წარმავალია.

ცოდნა, რომელიც გამაჩნია ყველას შეუძლია რომ შეიძინოს, მაგრამ ჩემი გული მხოლოდ მე მეკუთვნის.

როგორც კი საკუთარ თავს ნდობას გამოუცხადებ, შენ უკვე გეცოდინება თუ როგორ უნდა იცხოვრო.

ქცევა ის სარკეა, რაშიც თითოეული ჩვენგანი ჩვენს სახეს ვაჩვენებთ.

ინდივიდუალურობის არსებობისათვის გარკვეული ნაკლოვანებანიც საჭიროა.

ხასიათი თავისთავად, ცხოვრების დინებაში ყალიბდება.

დაყავი და იბატონე - გაჰყვირიან პოლიტიკოსები; გააერთიანე და უხელმძღვანელე - ეს კი სიბრძნის მოწოდებაა.

ეჭვები ცოდნასთან ერთად იზრდება.

შეცდომები ახალგაზრდობაში საპატიებელია, მაგრამ ასაკში უკვე აღარ.

 

ყოველ დღე სასურველია თუ გინდ ერთი პატარა სიმღერა მოვისმინოთ, წავიკითხოთ ერთი კარგი ლექსი, შევხედოთ რაიმე ჩინებულ სურათს, და თუ შესაძლებელია რამდენიმე ჭკვიანური სიტყვა წარმოვთქვათ.

ცხოვრების თითოეული საფეხური გვიჩვენებს, რომ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.

ძალიან ცოტა ადამიანს აქვს რეალობის აღქმის უნარი.

თუ კაცს უნდა რომ მიაღწიოს რაიმე დიდს, მან საკუთარი თავი იმაზე დიდად უნდა ჩათვალოს, ვიდრე სინამდვილეში არის.

გოგოები ჩვენ იმისთვის გვიყვარან, რისთვისაც ისინი სინამდვილეში არიან; ახალგაზრდა მამაკაცები კი იმისთვის, რასაც გვპირდებიან რომ იქნებიან.

უბედნიერესია ის, მნიშვნელობა არ აქვს მეფეა თუ გლეხი, ვინც სახლში სიმშვიდეს იპოვის.

მე არქიტექტურას გაყინულ მუსიკას ვუწოდებდი.

მე შემიძლია გითხრა ჩემო კეთილო მეგობარო, თუ რისი უნდა გჯეროდეს: მიყევი ცხოვრებას. ის გასწავლის უკეთ, ვიდრე წიგნი ან ორატორი.

ვფიქრობ, მათზე უკეთესი ვარ, ვინც ჩემს რეფორმირებას ცდილობს.

ათი წლით ადრე თუ გვიან დაბადებულ ადამიანთა მთელი წარმოდგენები შესაძლოა განსხვავებული იყოს.

ღმერთს რომ ჩემი სხვაგვარობა სდომოდა, იგი მე სხვაგვარს გამაჩენდა.

მე თუ შენ მიყვარხარ, რა შენი საქმეა ის, თუ რატომ მიყვარხარ.

უმჯობესია რომელიმე მეგობრისგან მოტყუებული დარჩე, ვიდრე თავად შენ მოატყუო ისინი.

მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი. ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, უნდა ვიმოქმედოთ.

მოდით ყველამ ერთად დავგავოთ ჩვენი სახლ-კარის წინა ნაწილი და მთელი მსოფლიო სუფთა იქნება.

წერილები ყველაზე მნიშვნელოვანი სამახსოვრო რამაა მათ შორის, რასაც კი ადამიანი ამ ქვეყნად ტოვებს.

ცხოვრება ჩვენი უკვდავების ბავშვობაა.

ვერავინ ვერ შეძლო სრულად შეეცნო საკუთარი თავი.

ერთი ბავშვებსა და ჩიტებს უნდა ვკითხოთ თუ რა გემო აქვს ალუბალსა და მარწყვს.

თესვა ისე ძნელია არაა, როგორც მოსავლის აღება.

მხდალი და ლაჩარი მხოლოდ მაშინ იმუქრება, როცა უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

ლიტერატურული დაღმასვლა, ერის დაღმასვლის მომასწავებელია.

მსოფლიო მუდამ ერთი და იგივეა.

რამე რომ შექმნა, რაღაცა შენც უნდა იყო.

ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ბავშვების ჩვენივე წარმოდგენებით ფორმირება. ჩვენ უნდა მივიღოთ და გვიყვარდეს ისინი ისეთები, როგორიც ღმერთმა მოგვცა.

რასაც დღეს არ დაიწყებ, იმას ვერასოდეს დაასრულებ ხვალ.

რომელი მთავრობაა საუკეთესო? ის, რომელიც გვასწავლის, როგორ ვმართოთ ჩვენი თავი.

 

 

guardian.ge 

 

კომენტარები: 502
#2   Tilly
      
Hi there! I just wanted to ask if you ever have any problems with hackers?
My last blog (wordpress) was hacked and I ended up losing a few
months of hard work due to no data backup. Do you have any solutions to protect against hackers?


Stop by my blog :: yarabook.com
9 მარტი 2022 13:38
#1   Karolyn
      
continuously i used to read smaller posts that as well clear their motive, and that is also happening with this article which I
am reading at this place.

Also visit my webpage - Ebony
9 მარტი 2022 13:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი