თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა.
ქანდაკება საზეიმოდ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თავის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად გახსნა.
ღონისძიებას ნატო ვაჩნაძის შთამომავლები ელდარ და ნიკუშა შენგელაიები და ქართული კინოსა და თეატრის გამოჩენილი რეჟისორები და მსახიობები ესწრებოდნენ.
თბილისის მერმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული კინოს განვითარებაში ნატო ვაჩნაძის მიერ შეტანილ უდიდეს წვლილზე ისაუბრა.
„ნატო ვაჩნაძეს ქართული კინოს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ნიშნად მისი დიდი ღვაწლის დაფასებისა, დღეს, ძველი კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გავხსენით. ეს ადგილი შეირჩა იმიტომ, რომ მისი შემოქმედების დიდი ნაწილი სწორედ აქ შედგა. დღეს აქ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, რადგან ნატო ვაჩნაძე ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მსახიობი იყო, რომელიც, მიუხედავად იმ პერიოდის სირთულეებისა, თავისი მსახიობური ნიჭით არამარტო ჩვენს, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც იყო ცნობილი“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ყველა დროის ულამაზეს ქართველ მსახიობ ქალად აღიარებული ნატო ვაჩნაძის ძეგლის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა.
ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს პოლონეთში, ვარშავაში დაიბადა. 1910 წელს კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. 1920-1930 წლებში იგი საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი გახლდათ. ნატო ვაჩნაძე იმდროინდელმა სახელგანთქმულმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა აღმოაჩინა. მსახიობმა პირველი როლი „არსენა ყაჩაღში“ შეასრულა. ქართული კინოს ლეგენდა არაჩვეულებრივი გარეგნობითა და არტისტულობით გამოირჩეოდა.
ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.