ირაკლი ღარიბაშვილი: დავიქირავე ფინანსური ჯგუფი - Rothschild-ი, რომლის ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი, რეგიონული ფინანსური ჰაბი
22-12-2021, 19:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა, მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი კეთილდღეობა იყოს და ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი საინტერესო ნაბიჯი იყო, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Rothschild-ი დავიქირავე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, Rothschild-ი მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, რომლის ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი.

 

 

„მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, მისი ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. Luxemburg of the East - ეს იყო მათი ერთ-ერთი იდეა და შემოთავაზება. ასევე დიდი დაინტერესებაა იმისა, რომ საქართველო გარდაიქმნას, პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბი და სტრატეგიული ინვესტორების მოძიებაზეც იქნება მუშაობა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ახალი ფინანსური რესურსების შემოდინებაზე. ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს ინვესტიციების მოზიდვა და ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ორმხრივ ფორმატში ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, აზიის ქვეყნებთან. ამიტომ გვჭირდება მეტი მჭიდრო კონტაქტების დამყარება ბიზნესწრეებთან, არსებული კავშირების გამოყენება და გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი დასაქმება, მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის და საქართველოს წარმატებული მაგალითის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია. ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი და ძალიან ბევრი მიღწევით, პროგრესით შეგვიძლია ვიამაყოთ, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც რეგიონშია და ჩვენს ქვეყანაშია, როგორიცაა ოკუპაცია, რომელიც შესაძლოა, იყოს ერთ-ერთ ბარიერი ინვესტორებისთვის, მაგრამ ჩვენი პრაგმატული, გონივრული და პროგნოზირებადი პოლიტიკის გამო, ვფიქრობ, ამ ფსიქოლოგიურ ბარიერსაც დავძლევთ და ინვესტორებსაც დავარწმუნებთ, რომ ინვესტიცია საქართველოში არის დაცული, გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო სფერო, რომლითაც უნდა მოხდეს ინვესტორების დაინტერესება და ა.შ. მეტი სავაჭრო ხელშეკრულება გვჭირდება, მეტი პირდაპირი რეისი წამყვან ეკონომიკებთან, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილების ზრდასა და მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 43
#3   Pedro
      
Based on the curriculum it seems like half of the course is tailored to get you acquainted with programming
through R and teaching you the language.

Feel free to surf to my blog post - corsica.hockey (https://Corsica.hockey/)
31 დეკემბერი 2021 02:13
#2   Lourdes
      
Please let me know if you're looking for a author for
your weblog. You have some really good posts and I
feel I would be a good asset. If you ever want to take some of
the load off, I'd really like to write some material for your blog in exchange for a link back to
mine. Please blast me an email if interested.
Regards!

Here is my webpage - trade binary options for free
31 დეკემბერი 2021 00:39
#1   Fredrick
      
Hmm it looks like your blog ate my first comment (it was super long) so
I guess I'll just sum it up what I had written and say, I'm thoroughly enjoying
your blog. I as well am an aspiring blog writer but I'm still new to everything.
Do you have any suggestions for inexperienced blog writers?

I'd definitely appreciate it.

Feel free to visit my page ... best binary
options broker 2013
31 დეკემბერი 2021 00:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი