დიდგორის ბრძოლიდან 996-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა. დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაალ კაპანაძე, ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ცერემონია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების, მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსს, მაიორ მალხაზ გოლეთიანს და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის ნაღმტყორცნელთა სექციის I გათვლის მეთაურს, კაპრალ მამუკა ჭონიშვილს უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა.
აღნიშნული ჯილდო თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დააწესა. ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, გამორჩეულ სამხედროს ლიდერობისთვის თავდაცვის სამინისტრო მედალს - „დიდგორის ჯვარი“ გადასცემს.
სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2017“, ხალხური სიმღერებითა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. ასევე ჩატარდა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.